კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რეჯეფ თაიფ ერდოღანი მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ნახვები: 303 რეჯეფ თაიფ ერდოღანი მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის გაგრძელება არავის ინტერესებშია და მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ ერდოღანმა სტამბოლში, რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებთან შეხვედრისას განაცხადა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, სამართლიან მშვიდობას არ ეყოლება წაგებულები. როგორც თურქეთის ლიდერმა აღნიშნა, დღევანდელ მოლაპარაკებებზე პროგრესის მიღწევა უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვდრის შესაძლებლობას დაუდებს საფუძველს.

ამასთან, ერდოღანმა მზადყოფნა გამოთქვა, უმასპინძლოს ვლადიმირ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრას.

დელეგაციებთან შეხვედრისას ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთმა გამოავლინა სამართლიანი მიდგომა, რომელიც იცავს ორივე მხარის უფლებებს, კანონებსა და გრძნობებს ყველა საერთაშორისო მოედანზე.

„როგორც ქვეყანამ, რომელმაც გადაიტანა ბევრი ტანჯვა თავის რეგიონში, ჩვენ ვმუშაობდით და ვცდილობდით, თავიდან აგვეცილებინა მსგავსი სურათის გამეორება შავი ზღვის ჩრდილოეთით“, – აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა ზელენსკისა და პუტინს ღირებული მეგობრები უწოდა. მან მიმართა ორივე ქვეყნის დელეგაციებს და განაცხადა, რომ ორივე მხარეს აქვთ ლეგიტიმური შეშფოთებები, თუმცა ახლა დადგა დრო, რომ მოლაპარაკებებმა კონკრეტული შედეგები გამოიღოს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა