თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ჩვენი პოზიცია არის, რომ ვიყოთ ერთიანები, ავირიდოთ თავიდან მოსალოდნელი საფრთხეები-გიორგი ვაშაძე

ნახვები: 390 ჩვენი პოზიცია არის, რომ ვიყოთ ერთიანები, ავირიდოთ თავიდან მოსალოდნელი საფრთხეები-გიორგი ვაშაძე

უმძიმესი ვითარება არის ჩვენს რეგიონში და ალბათ, ნომერ პირველი ამოცანა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, არის მშვიდობის და უსაფრთხოების შენარჩუნება ქვეყანაში. ამას სჭირდება კონსოლიდაცია, ერთიანობა და ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანებისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, - ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ უარი თქვა ოპოზიციის შეთავაზებაზე, რომ ბრიუსელში ერთიანი ვიზიტი განხორციელებულიყო, საერთო სტრატეგიით ერთად ემუშავათ ევროკავშირში დაჩქარებულ ინტეგრაციაზე, შემუშავებულიყო სამოქმედო გეგმა საქართველოში უსაფრთხოების და მშვიდობის შენარჩუნებისთვის, ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანებისთვის, ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის.

„ჩვენი ევროპელი პარტნიორების დამოკიდებულებაც არის, რომ საქართველო გარდა განაცხადზე ხელმოწერისა, კონკრეტულ ნაბიჯებს არ დგამს, რათა მართლა დაჩქარდეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია, რაც არის ჩვენი მშვიდობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთადერთი გარანტი. ევროპამ ნამდვილად სხვაგვარად რომ შეხედოს საქართველოს, აუცილებელია ჩვენ ვაჩვენოთ ერთიანობა და ამ ერთიანობაზე თქვენ ამბობთ უარს. ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, ნებისმიერი ადამიანი, ვინც ქვეყნის შიგნით, ჰქმნის მტრის ხატს და არ უნდა ნაბიჯები გადადგას ერთიანობისკენ, ის არის საკუთარი სახელმწიფოს ამ შემთხვევაში, საქართველოს მტერი", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისი თქმით, მმართველი გუნდი უნდა სთავაზობდეს ოპოზიციას იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, სადაც შეიძლება თანამშრომლობა განხორციელდეს იმ უმძიმესი გამოწვევების საპასუხოდ რაც დღეს საქართველოში და რეგიონში არის.

„ჩვენი პოზიცია არის, რომ ერთიანები ვიყოთ, ავირიდოთ თავიდან ამ ქვეყანაში მოსალოდნელი საფრთხეები, შევინარჩუნოთ მშვიდობა ქვეყანაში, განვავითაროთ ეს ქვეყანა და გადავდგათ ნაბიჯები ევროინტეგრაციისკენ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისი თქმით, ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის მთავარი წინაღობა არის „ქართული ოცნება".

„თქვენ არ გსურთ რეფორმები, რადგან ფიქრობთ, რომ სამართლიანი სასამართლოს პირობებში, ვერ შეინარჩუნებთ ძალაუფლებას. ფიქრობთ, მიუკერძოებელი სამართალდამცავი ორგანოების შემთხვევაში ვერ შეინარჩუნებთ ძალაუფლებას. ჯერ კიდევ არ არის გვიან, რომ გვქონდეს ერთიანი სამოქმედო გეგმა საქართველოს მშვიდობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, გადაიდგას კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები, რათა საქართველო იყოს ცივილიზებული სამყაროს გვერდით ამ მართლაც ისტორიული დაპირისპირების და უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური კატაკლიზმების პირობებში. დღეს გავლებულია წითელი ხაზი და აქ შენ ხარ ხან ერთ მხარეს, ხან მეორე მხარეს. სხვა გზა არ არსებობს", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა