კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვინც დღეს საქართველოს მოუწოდებს, პირდაპირ თუ ირიბად ომში ჩაერთოს, არის საქართველოს მტერი-მიხეილ სარჯველაძე

ნახვები: 414 ვინც დღეს საქართველოს მოუწოდებს, პირდაპირ თუ ირიბად ომში ჩაერთოს, არის საქართველოს მტერი-მიხეილ სარჯველაძე

ყველა, ვინც დღეს საქართველოს მოუწოდებს, პირდაპირ თუ ირიბად ომში ჩაერთოს, არის საქართველოს მტერი, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ პლენარულ სხდომაზე.

„მინდა, ხაზგასმით და მკაფიოდ ვთქვა, ყველა ადამიანი, ვინც დღეს საქართველოს მოუწოდებს პირდაპირ თუ ირიბად, ომში ჩაერთოს, რა თქმა უნდა ეს არის საქართველოს მტერი, მაგრამ იმავდროულად, ეს არის ნებსით თუ უნებლიეთ მტერი უკრაინის. დღეს რაც თანამედროვე ცივილიზებული კაცობრიობისთვის ამოცანას წარმოადგენს, ეს არის შეწყვეტა ომისა, რომელიც არის აბსოლუტურად დაუშვებელი. ეს არის მოწოდება ომისკენ, საქართველოს ჩასათრევად საომარ მოქმედებებში, რის გამოც სამართლიანად ეწოდა ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას „ომის პარტია", - განაცხადა სარჯველაძემ.

დეპუტატის თქმით, ასევე სამწუხაროა, რომ საპარლამენტო საქმიანობაში ოპოზიცია მონაწილეობას არ იღებს.

„რეფორმები ხორციელდება და ამისთვის საკმარისია, რომ ჩავიხედოთ დღის წესრიგში რა იხილება დღევანდელ სხდომაზე. ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებაში სამწუხაროდ, მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იდგმება ნაბიჯები და ამაში არა თუ აქტიურად, არამედ ნულოვანი მაჩვენებლით არის ჩართული ოპოზიცია. საქმეები კეთდება რეალურად ისე, რომ სამწუხაროდ, ამაში ოპოზიცია არ არის ჩართული, არა იმიტომ, რომ ხელისუფლების ნება ასეთია, არამედ იმიტომ რომ თვითონ გააკეთეს ასეთი არჩევანი", - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა