კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გერმანიის ხელისუფლება გაზის მიწოდების შესაძლო შეფერხებისთვის ემზადება

ნახვები: 450 გერმანიის ხელისუფლება გაზის მიწოდების შესაძლო შეფერხებისთვის ემზადება

გერმანიის ხელისუფლება გაზის მიწოდების შესაძლო შეფერხებისთვის ემზადება. მთავრობამ გაზის მიწოდების მოქმედი რეგულაციის შესაბამისად გაფრთხილების ადრეული რეჟიმი აამოქმედა.

გერმანიაში გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით მოქმედი საგანგებო რეგულაციის მიხედვით, ადრეული გაფრთხილება არის სამსაფეხურიანი გეგმის პირველი ეტაპი, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ჩარევას ჯერ არ ითვალისწინებს.

როგორც გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა განაცხადა, ამჟამად ქვეყანაში გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით შეფერხებები არ არის და ხელისუფლება აკვირდება ბაზრის ოპერატორებთან არსებულ სიტუაციას.

ამასთან, მინისტრის თქმით, ეკონომიკის სამინისტროში შეიქმნება კრიზისის მართვის ჯგუფი.

„იმისთვის, რომ მზად ვიყოთ ამ სიტუაციისთვის, დღეს დილით გამოვაცხადე ადრეული გაფრთხილება გაზის რეგულაციის შესაბამისად. ადრეული გაფრთხილება არის სამი შესაძლო ნაბიჯიდან პირველი და გულისხმობს სიტუაციის მონიტორინგს რეგულაციის შესაბამისად. სამინისტროში შეიქმნება კრიზისის მართვის ჯგუფი", - განაცხადა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა.

ევროპაში გაზის მიწოდების შეფერხების საფრთხე მას შემდეგ შეიქმნა, რაც „დიდი შვიდეულის" ქვეყნებმა უარი განაცხადეს ვლადიმერ პუტინის მოთხოვნაზე, ბუნებრივი აირის საფასური რუსული რუბლით გადაიხადონ.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა