კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ერ არ შეგვიძლია, მიღწევის შესახებ რაიმე დიდად დამაიმედებელი განვაცხადოთ-პესკოვი

ნახვები: 449 ერ არ შეგვიძლია, მიღწევის შესახებ რაიმე დიდად დამაიმედებელი განვაცხადოთ-პესკოვი

კრემლი პოზიტიურად აფასებს, რომ უკრაინულმა მხარემ მოლაპარაკებების პროცესში დაიწყო კონკრეტული ფორმულირება და ფურცელზე გადმოტანა იმის, რასაც გვთავაზობს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ამ დრომდე ამას ვერ აღწევდნენ.

„ამ დრომდე ამას ვერ ვაღწევდით. ეს პოზიტიური ფაქტორია. ჯერ არ შეგვიძლია, მიღწევის შესახებ რაიმე დიდად დამაიმედებელი განვაცხადოთ. კიდევ ძალიან, ძალიან ხანგრძლივი სამუშაოა", - აღნიშნავს პესკოვი.

მისი თქმით, ვერ იტყოდა, რომ მხარეებმა მოლაპარაკებებში წინ წაიწიეს, რადგან რჩება ნიუანსები.

როგორც მედია წერს, რუსების მოწოდებებთან დაკავშირებით, რომ უკრაინაში რუსეთი ბოლომდე წავიდეს, პესკოვი აცხადებს:

„არავითარი სტალინგრადი კალენდარში არ გვაქვს და არც უნდა იყოს. მთავარია - ადგილი არ ჰქონდეს ემოციებს. მოლაპარაკებებით პროფესიონალები არიან დაკავებული, მათ უნდა ვენდოთ. რუსული მხარის პოზიცია კარგადაა ცნობილი, ის ლოგიკურია, გააჩნია გამჭვირვალე საფუძველი და ეს პოზიცია არ შეცვლილა", - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

პესკოვმა ყირიმთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

„ყირიმი - რუსეთის ფედერაციის ნაწილია და კონსტიტუციით ჩვენ არ შეგვიძლია, განვიხილოთ ვინმესთან რუსეთის ფედერაციის ბედი, რუსული რეგიონების ბედი, ეს გამორიცხულია. ეს ჩვენს კონსტიტუციაშია გაწერილი. მოლაპარაკებების რაღაც ნიუანსების განხილვასა და მოყოლას არ ვაპირებთ", - აღნიშნა პესკოვმა.

დიმიტრი პესკოვმა კომენტარი არ გააკეთა უკრაინის მიერ შეთავაზებულ უსაფრთხოების გარანტორ ქვეყნებთან დაკავშირებით. მისი თქმით, მოლაპარაკებების საკითხებზე დღეს ვლადიმირ მედინსკი ისაუბრებს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა