კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე უკრაინის მიმართ აქტიურ და ქმედით ნაბიჯებს დგამს-იონათამიშვილი

ნახვები: 357 საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე უკრაინის მიმართ აქტიურ და ქმედით ნაბიჯებს დგამს-იონათამიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე უკრაინის მიმართ აქტიურ და ქმედით ნაბიჯებს დგამს.

ჟურნალისტებთან საუბარში რატი იონათამიშვილი გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას საქართველოდან ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით.

დეპუტატის თქმით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია უკრაინის მიმართ აქტიური და ინტენსიური მხარდაჭერა საერთაშორისო და ჰუმანიტარული მიმართულებით.

ასევე, იონათამიშვილის განმარტებით, განსაკუთრებით პრიორიტეტულია საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეების მხარდაჭერა.

„საქართველო ყველა ამ მიმართულებით გამორჩეულია ყველა სხვა ქვეყანას შორის. შიგნით, საკადრო განცხადებებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე უკრაინის მიმართ აქტიურ და ქმედით ნაბიჯებს დგამს. რაც შეეხება შიდა საკადრო გადაწყვეტილებებს, ამაზე არ ვისაუბრებ", - განაცხადა იონათამიშვილმა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საქართველოდან და მაროკოდან ელჩების გაწვევას ხელი მოაწერა.

პრეზიდენტმა დიპლომატიური ფრონტი ერთ-ერთ მთავარ ფრონტად მოიხსენია და აღნიშნა, რომ საქართველოდან და მაროკოდან ელჩები იმ მიზეზით გაიწვია, რომ მათ ვერ შეძლეს, მიეღწიათ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისა ან უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებისთვის. „დიდი პატივისცემის მიუხედავად, არ იქნება იარაღი, არ იქნება სანქციები, არ იქნება შეზღუდვები რუსული ბიზნესისთვის - გთხოვთ, ეძებეთ სხვა სამსახური", - აღნიშნა ზელენსკიმ

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა