კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ოკუპირებული ცხინვალი რუსეთის შემადგენლობაში ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანდეს-ბიბილოვი

ნახვები: 403 ოკუპირებული ცხინვალი რუსეთის შემადგენლობაში ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანდეს-ბიბილოვი

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი ამბობს, რომ რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შემთხვევაში "სამხრეთ ოსეთი" ჩრდილოეთ ოსეთის რეგიონთან უნდა გაერთიანდეს. ამის შესახებ მან რუსულ სახელისუფლებო არხთან ისაუბრა.

"ალანია უკვე გვაქვს: ჩრდილოეთ ოსეთიც ალანიაა და სამხრეთ ოსეთიც - ალანიის სახელმწიფო. ეს უკვე ერთი ალანიაა. როდესაც რუსეთის შემადგენლობაში ვიქნებით, არის პროცედურები, რომელიც სუბიექტების გაერთიანებასთან არის დაკავშირებით. ამჟამად სამხრეთ ოსეთი შესაძლოა რუსეთის შემადგენლობაში შევიდეს, როგორც რუსეთის სუბიექტი. ვფიქრობ, ოსეთის გაერთიანება აუცილებელია", - თქვა ბიბილოვმა.

30 მარტს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ რუსეთთან გაერთიანება "რესპუბლიკის" სტრატეგიული მიზანია. აღნიშნულ საკითხზე ოკუპირებულ რეგიონში რეფერენდუმის ჩატარებას აპირებენ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა