თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ფოტიგა თამაშობს თამაშს, რომელიც უკარნახეს რუსთავის ციხიდან-გია ვოლსკი

ნახვები: 355 ფოტიგა თამაშობს თამაშს, რომელიც უკარნახეს რუსთავის ციხიდან-გია ვოლსკი

ოლიგარქები არიან ის ადამიანები, რომლებიც ქვეყანაში შექმნილი ვითარებით ბოროტად სარგებლობენ, ბიძინა ივანიშვილის ფულადი რესურსები კი დახარჯულია და დახარჯული იქნება საქართველოს ხვალინდელი დღისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას წერილთან დაკავშირებით განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ანა ფოტიგამ არ იცის და ალბათ ვერც გაიგებს, რა განსხვავებაა იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც ის უწოდებს ოლიგარქებს და ვინც არის ქველმოქმედი, ქვეყნისთვის თავდადებული ადამიანი.

„ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი. ოლიგარქები არიან ის ადამიანები, რომლებიც ქვეყანაში შექმნილი ვითარებით ბოროტად სარგებლობენ, ბიძინა ივანიშვილის ფულადი რესურსები კი დახარჯულია და დახარჯული იქნება საქართველოს ხვალინდელი დღისთვის - კულტურული მემკვიდრეობიდან დაწყებული, ჯანდაცვის, განათლების, თუ გარემოს დაცვის სისტემით. ეს არის განსხვავება, რომელიც არ იცის ანა ფოტიგამ და ალბათ, ვერც გაიგებს, რა განსხვავებაა იმ ადამიანებს შორის, რომელსაც ის უწოდებს ოლიგარქებს და მათ შორის, ვინც არის ქველმოქმედი და თავისი ქვეყნისთვის თავდადებული ადამიანი", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ პოლიტიკურად გაუმართავია თუნდაც, ბორელთან და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან იმაზე საუბარი, რომ ევროკავშირს ან ევროპის რომელიმე ქვეყანას შეუძლიათ, შიდა სამართლებრივ საკითხებში ჩაერიონ.

„მით უმეტეს, უმძიმესი დანაშაულებებია, რომლებიც ჩაიდინა არა მხოლოდ სააკაშვილმა, არამედ იმ სადისტურმა სისტემამ, რომელიც მან შექმნა. ანა ფოტიგას ამის შესახებ ან წარმოდგენა არ აქვს, ან იმ პოლიტიკურ თამაშს თამაშობს, რომელიც უკარნახეს დღეს რუსთავის ციხიდან", - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ გუშინ განაცხადა, რომ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელს წერილი გაუგზავნა. ანა ფოტიგამ წერილის შინააარსი სოციალურ ქსელ „ტვიტერში" გამოაქვეყნა. როგორც პოლონელი კანონმდებელი განმარტავს, ჯოზეფ ბორელისთვის გაგზავნილ წერილში კითხვები დასვა „საქართველოს ევროკავშირში განაცხადზე, ევროპულ ღირებულებებზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ არასათანადო მოპყრობასა და რუსეთთან კავშირების მქონე ოლიგარქისთვის პერსონალური სანქციების დაწესების თაობაზე".

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა