კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ხვიჩა კვარაცხელია რუსეთში არ დაბრუნდება - „რუბინთან“ კონტრაქტი ოფიციალურად გაწყვეტილია

ნახვები: 519 ხვიჩა კვარაცხელია რუსეთში არ დაბრუნდება - „რუბინთან“ კონტრაქტი ოფიციალურად გაწყვეტილია

ხვიჩა კვარაცხელიამ ყაზანის „რუბინთან“ კონტრაქტი გაწყვიტა – ამის შესახებ იტალიურ ინტერნეტ-პორტალ SerieANews-თან ბათუმის „დინამოს“ სპორტულმა დირექტორმა ლადო დვალიშვილმა განაცხადა – მისი თქმით, ხვიჩა კვარაცხელიამ გუნდთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამ ინტერვიუში ასევე საუბარია იმ ფორმულაზე, რომლითაც კვარაცხელია სამშობლოში დაბრუნდა.

„კვარაცხელიას აგენტი ჩემი ძველი მეგობარია. მითხრა, რომ ბათუმში წაყვანის საშუალება გვქონდა, გამიხარდა და მაშინვე დავთანხმდი. შემდეგ კონტრაქტზე ხელი მოვაწერეთ, მომავალი ზაფხული კი ძალიან საინტერესო იქნება მისი მომავლისთვის. ხვიჩა და მისი მენეჯერი წყვეტენ, კვარაცხელია სად წავა. ჩვენ მისი დამატების ფანტასტიკური შანსი გვქონდა და ეს ხელიდან ვერ გავუშვით. ის ყოფილ კლუბთან კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ შეთანხმდა. ხვიჩა ჩვენთან თავისუფალი აგენტის სტატუსით მოვიდა და ყაზანის „რუბინში“ აღარ დაბრუნდება“, – განაცხადა ლადო დვალიშვილმა იტალიურ ინტერნეტ-პორტალთან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა