კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„ლელოს“ ექიმების გუნდი უკრაინაში ჰუმანიტარული მისიით მიემგზავრება

ნახვები: 369 „ლელოს“ ექიმების გუნდი უკრაინაში ჰუმანიტარული მისიით მიემგზავრება

„ლელოს" ექიმების გუნდი 4 აპრილს უკრაინის ივანო-ფრანკოვსკის ოლქის ქალაქ კოლომიაში მიემგზავრება. „ლელოს" ინფორმაციით, აღნიშნულ ქალაქში კონცენტრირებულია საკმაოდ დიდი რაოდენობის იძულებით გადაადგილებული პირი და დაჭრილი სამხედროები.

„უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ, რომელთანაც ჩვენ გქონდა მჭიდრო კომუნიკაცია, დაგვაკავშირა ქალაქ კოლომიას ხელმძღვანელობასთან, რომელმაც დაადასტურა საჭიროება, ჩვენი ექიმების ჯგუფის იქ ჩასვლასთან და დახმარების გაწევასთან დაკავშირებით.

„ლელოს" მედიკოსთა ჯგუფში შედის 9 ექიმი და 1 ექთანი, მათ შორის არის ცნობილი ექიმი ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი, ასევე ექიმი რეანიმატოლოგი, ენდოკრინოლოგი, კარდიოლოგი, თერაპევტი, პედიატრი. პოლონეთში გუნდს შეუერთდება ქართველი ექიმი გიორგი პატარაია, რომელიც ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს გერმანიაში",- აცხადებენ „ლელოში".

მათი ცნობით, „ლელოს" ექიმთა ჯგუფის ამოცანაში შევა პაციენტების კონსულტირება, ოპერაციული ჩარევების განხორციელება, პაციენტების მოვლა, სასწრაფო დახმარების ბრიგადებში მუშაობა და ადგილზე სამედიცინო პერსონალისთვის ტრენინგების ჩატარება.

„ჩვენს ჯგუფს საჩუქრად მიაქვს ჰუმანიტარული დახმარება: სამედიცინო აპარატურა (ვიდეო-ლარინგოსკოპი, ეკგ, ჟანგბადის კონცენტრატორი, მონიტორი, ტრავმატოლოგიური ხელსაწყოები), მედიკამენტები, სახარჯი მასალა, რომლის კონკრეტული მოთხოვნა აქვს ქალაქის სამედიცინო დაწესებულებებს", - ამბობს „ლელოს" მედიკოსთა ჯგუფის ხელმძღვანელი, „ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ვატო სურგულაძე.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა