კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

საქართველოს ხელისუფლება პრაქტიკულად „ცივი ომის" მდგომარეობაშია უკრაინასთან-სააკაშვილი

ნახვები: 418 საქართველოს ხელისუფლება პრაქტიკულად „ცივი ომის" მდგომარეობაშია უკრაინასთან-სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება პრაქტიკულად „ცივი ომის" მდგომარეობაშია უკრაინასთან, გამქრალია დასავლეთის რადარიდან და მშვიდად უყურებს, როგორ გვართმევს მტერი საქართველოს შუაგულს.

სააკაშვილი აცხადებს, რომ „რუსეთი აპირებს ამ პროცესში ასევე თრუსოს ხეობის, რაჭის ნაწილის მიტაცებას".

„ლუგანსკში ხალხი ავტობუსებით მასობრივად შეჰყავთ და რუსეთთან შეერთებაზე "რეფერენდუმის" ჩატარებას გეგმავენ. ეს იმათ გასაგონად, ვისაც ცხინვალის "რეფერენდუმი" უბრალოდ მუქარა და პროვოკაცია გონია და ვისაც მთელი ეს დრო ეგონა, რომ რუსეთი თავის გადაწყვეტილებებს იმის მიხედვით შეცვლიდა, თუ რა ჩაიწერებოდა პარლამენტის რეზოლუციაში.

ახლა, საქართველოს ხელისუფლებას ყველაზე მეტად სჭირდება მეგობრები, ის პრაქტიკულად „ცივი ომის" მდგომარეობაშია უკრაინასთან, გამქრალია დასავლეთის რადარიდან და მშვიდად უყურებს, როგორ გვართმევს მტერი საქართველოს შუაგულს. არადა, ყველაფერი მიუთითებდა, განსაკუთრებით ბორდერიზაცია, რომ ეს მზადდებოდა.

რუსეთი აპირებს ამ პროცესში ასევე თრუსოს ხეობის, რაჭის ნაწილის მიტაცებას. 2008 წლის მერე რუსეთმა წაიღო იმაზე მეტი ტერიტორია ერთი გასროლის გარეშე, ვიდრე მანამდე აკონტროლებდა. ასევე, რუსეთი ამ დღეებში ამტკიცებს კანონს თანამემამულეების შესახებ, რომლის თანახმადაც ყველა რუსის სამხედრო ძალით დაცვა შეეძლება, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი. ამათ კი 50 ათასი რუსი შემოუშვეს.

ჩვენ კიდევ გვაქვს რამდენიმე კვირა ამ მთავრობის შესაცვლელად, რათა განსაცდელს ახალი ეროვნული თანხმობის მთავრობით შევხვდეთ", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა