კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს-ლავროვი

ნახვები: 382 რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს-ლავროვი

რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს. მოსკოვი ამზადებს საკუთარ რეაქციას კიევის წინადადებებზე და გარკვეულ წინსვლას აფიქსირებს, - რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ინდოელ კოლეგა სუბრაჰმანიამ ჯაშინკართან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ლავროვის თქმით, მოლაპარაკებების პროცესში წინსვლა, უპირველეს ყოვლისა, ეხება უკრაინის, როგორც ბლოკის წევრი ქვეყნის აღიარების შეუძლებლობას.

„მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს. თქვენ მოისმინეთ, როგორ კომენტარს აკეთებდნენ ჩვენი მომლაპარაკებლები სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების ბოლო რაუნდზე, სადაც უკრაინულმა მხარემ ქაღალდზე პირველად წარადგინა საკუთარი ხედვა შეთანხმებებზე, რომელთა მიღწევაც აუცილებელია. ეს შეთანხმებები, ზოგადად, ჯერ უნდა ჩამოყალიბდეს. ჩვენ ვამზადებთ რეაქციას, არის წინსვლა, რომელიც უპირველეს ყოვლისა, ეხება უკრაინის, როგორც ბლოკის წევრი ქვეყნის აღიარების შეუძლებლობას", - განაცხადა ლავროვმა.

სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი უკრაინულ მხარესთან შემდგომ კონტაქტებზე მუშაობს. „რაც შეეხება შემდგომ პოტენციურ კონტაქტებს, ისინი ამჟამად მუშავდება და გამოცხადდება", - დაამატა რუსმა დიპლომატმა.

მისივე თქმით, მოსკოვი ემხრობა უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფას არა მხოლოდ რუსეთისთვის, არამედ უკრაინისთვის და ევროპის ყველა ქვეყნისთვის.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ უსაფრთხოების გარანტიებს უკრაინისთვის, ყველა ევროპული ქვეყნისთვის, რუსეთისთვის იმ დოკუმენტების შესაბამისად, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში ეუთო-ს ფარგლებში იყო მიღებული და რომელიც აცხადებდა პრინციპს, რომ არც ერთი ქვეყანა არ გააძლიერებს თავის უსაფრთხოებას სხვების უსაფრთხოების ხარჯზე", - განაცხადა ლავროვმა.

ლავროვის თქმით, არავინ იქნება წინააღმდეგი, თუ ინდოეთს შეეძლება, მხარი დაუჭიროს უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის პროცესებს თავისი სამართლიანი პოზიციებითა და საერთაშორისო პრობლემების გადაჭრის რაციონალური მიდგომებით.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა