კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სააკაშვილმა უკრაინიდან რაღაცას გამოასწრო, თორემ რვა წელი გვპირდებოდა ჩამოსვლას-მდინარაძე

ნახვები: 639 სააკაშვილმა უკრაინიდან რაღაცას გამოასწრო, თორემ რვა წელი გვპირდებოდა ჩამოსვლას-მდინარაძე

„ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, „მიხეილ სააკაშვილმა უკრაინიდან გამოასწრო, რათა საქართველოში არეულობა ყოფილიყო".

მდინარაძის თქმით, სააკაშვილის მიზანი იყო და არის, რომ ეს ქვეყანა, საქართველო ომში ჩაერთოს და აღნიშნა, რომ ეს არ მოხდება.

„ჩვენ თვეების განმავლობაში ვსაუბრობდით, თითქოს ეს რაღაც შეთქმულების თეორიას ჰგავდა. დღეს ხომ დადასტურდა, მისივე წამოცდენით პროცესზე, რომ ვიცოდი, ვგრძნობდი ეს მომენტი დადგებოდა. რა მომენტზე საუბრობდა? რა იცოდით თქვენ და თქვენი პარტიის ლიდერმა, რა იცოდა მან, რისთვის ჩამოდიოდა? მე პირადად, დარწმუნებული ვარ, მას ჰქონდა გარკვეული მოლოდინები იმასთან დაკავშირებით, რაც დღეს ხდება. მან გამოასწრო უკრაინიდან, გამოასწრო იმისთვის, რომ საქართველოში არეულობა ყოფილიყო და საქართველოში არეულობა მისი ხელშეწყობით შესაძლოა, გადაზრდილიყო მაგალითად იმაში, რასაც დღეს გავერიდეთ და არ დავუშვით.

მან დაადასტურა სასამართლო პროცესზე, ვიცოდი, ვგრძნობდი, ეს მომენტი დგებოდა და ეს მომენტი დადგა. რადგან დადგა, მისი სურვილია, რომ საქართველო იქნებ ჩაებას ომში. არ ერთვება ჩვენი ქვეყანა ომში. ჩვენი ქვეყანა არ დაუშვებს თავისი მოქალაქეების დახოცვას და იმას, რომ ამ ქვეყანას მიადგეს გამოუსწორებელი და კატასტროფული ზიანი, როგორც ეკონომიკური, ისე რეალური. მისი მიზანი იყო და არის, რომ ეს ქვეყანა ჩაერთოს ომში, ეს არ მოხდება. არ უნდა ბევრი ვერსიების და შეთქმულების თეორიების გაშლა. ბუნებრივი ვერსიაა, რომ მან გამოასწრო რაღაცას უკრაინიდან, თორემ რვა წელი გვპირდებოდა ჩამოსვლას, გვპირდებოდა და ერთხელ არ ჩამოსულა. საპარლამენტო არჩევნები გაცილებით მნიშვნელოვანი არჩევნები იყო? და რატომ ვერ გაბედა მაშინ ჩამოსვლა და რატომ ახლა, ამ მოვლენების წინ, საზოგადოებამ გადაწყვიტოს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა