კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ბიბილოვის განცხადება არის უკანონო-გია ვოლსკი

ნახვები: 381 ბიბილოვის განცხადება არის უკანონო-გია ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ლიდერის ანატოლი ბიბილოვის განცხადება ე.წ. წინასაარჩევნო კამპანიას უკავშირდება.

საუბარია განცხადებაზე, სადაც ანატოლი ბიბილოვი ამბობს, რომ „რუსეთის ფედერაციაში შესვლისთვის სამხრეთ ოსეთი უახლოეს მომავალში სამართლებრივ ნაბიჯებს გადადგამს".

როგორც ვოლსკი ამბობს, წინასაარჩევნო კამპანიისას, ყველა კანდიდატი ცდილობს, თავი წარმოაჩინოს ლიდერად, რომელსაც ხალხმა მხარი უნდა დაუჭიროს. გია ვოლსკიმ ბიბილოვის განცხადებას „პოპულისტური გამოხტომა" უწოდა.

„არჩევნებია ახლა, ხუთი კანდიდატია, მათ შორის ერთი პარტიული, საინიციატივო ჯგუფებია კიდევ. ყველა ცდილობს, თავისი თავი წარმოაჩინოს იმ ლიდერად, რომელსაც ხალხმა მხარი უნდა დაუჭიროს. გარდა იმისა, რომ რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის რაღაც ასპექტებზე ისაუბრონ, ვინ უფრო წარმატებული იქნება ამ მიმართებით, იგივე რუსეთის ფედერაციასთან გაერთიანებით და ე.წ. ალანიის დიდ ისტორიულ სამეფოსთან გაერთიანებით, ეს არის გამოწვეული რეალობიდან, რაც დღეს გვაქვს. იქ ვერც ეკონომიკის, ვერც სოციალური საკითხების, ვერც სხვადასხვა დარგის განვითარების კუთხით ვერანაირ წინასაარჩევნო კამპანიას ვერ განახორციელებენ. აქედან გამომდინარე, ბიბილოვმა იფიქრა, რომ სწორედ ეს არის ის, ნიშა სადაც შეიძლება სერიოზული მხარდაჭერა ჰქონდეს იმ რამდენიმე ათეული ათასი ადამიანისა, ვინც დღეს ცხინვალის რეგიონში ცხოვრობს. რასაკვირველია, მისი განცხადებაც უკანონოა, საერთაშორისო სამართლის თემა საერთოდ დღის წესრიგში არ დგას ამ რეგიონში და ვფიქრობ, იგივე პოპულისტური გამოხტომაა, რომელიც ადრე არაერთხელ ჰქონია", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა