კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გვაქვს სახეზე რამდენიმე ტექნიკური დარღვევა და არა მხოლოდ ტექნიკური-მირდატ ქამადაძე

ნახვები: 453 გვაქვს სახეზე რამდენიმე ტექნიკური დარღვევა და არა მხოლოდ ტექნიკური-მირდატ ქამადაძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი მირდატ ქამადაძე ბათუმის შუალედურ არჩევნებში პარტიის მიერ დაფიქსირებულ დარღვევებზე საუბრობს.

მირდატ ქამადაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპისთვის ძირითადად ფიქსირდება ტექნიკური ხასიათის დარღვევები.

​„ამ ეტაპისთვის, გვაქვს სახეზე რამდენიმე ტექნიკური დარღვევა და არა მხოლოდ ტექნიკური. კერძოდ, რამდენიმე უბანი გაიხსნა დაგვიანებით, განსაკუთრებული დაგვიანებით გაიხსნა 36-ე უბანი, 16 წუთით დაგვიანდა გახსნა და 76-ე უბანი 20 წუთით დაგვიანდა, ასევე 89-ე უბანზე აპარატი სიას არ ბეჭდავს, 23-ე უბანზე 3-დან 2 აპარატი არ მუშაობს; 92-ე უბანზე არის შემთხვევები, როდესაც კედლის სიაში არიან ამომრჩევლები და აპარატი ვერ ხედავს, 89-ე და მე-100 უბანზე წარმომადგენლებს და დამკვირვებლებს არ ეძლევათ საშუალება, დააკვირდნენ პროცესს; 76-ე უბანზე ცესკო-ს წარმომადგენელი, კერძოდ ლაშა ხაზალია, ერევა კომისიის საქმიანობაში, რაზეც ამ ეტაპზე შედგენილია საჩივარი, 90-ე უბანზეც თვლის აპარატი ვერ მუშაობდა, თუმცა პრობლემა აღმოფხვრილია.

ეს შეიძლება, ამ ეტაპზე ჩაითვალოს ტექნიკური ხასიათის დარღვევად, მაგრამ თუ ეს არ იქნება აღმოფხვრილი და სისტემატური ხასიათი ექნება, მაშინ ეს იძლევა საშუალებას, რომ „ქართულმა ოცნებამ" მოახდინოს მანიპულაცია. ერთი მთავარი საკითხი, რაც აუცილებელი და ყურადსაღებია, ვიცით, რომ ეს არჩევნები იმართება ელექტრონულად, ვინაიდან არის პირველი ჩვენთან, ცესკო-ს გავრცელებული აქვს ნიმუში, ხმის მიცემის პროცედურა როგორ უნდა ჩატარდეს, მაგრამ სამწუხაროა, რომ ცესკო არათუ ადამიანებს ინფორმაციას აწვდის, არამედ პირდაპირ მონაწილეობს აგიტაციაში. ბიულეტენში წარმოდგენილია მხოლოდ ორი კანდიდატი, მათე ფუტკარაძე და რამაზ ჯინჭარაძე და ცესკო-ს პირდაპირ მინიშნებული აქვს, რომ გაფერადდეს მეორე, ანუ ბიულეტენში, სადაც 41 ნომერია, იმის გასწვრივ არსებული წრე. ეს, ნებისმიერი პიარტექნოლოგი გეტყვით, რომ არის ირიბი მინიშნება, თუ რომელ კანდიდატს უნდა მისცენ ხმა და სამწუხაროა, რომ ცესკო ნაცვლად იმისა, რომ უზრუნველყოფდეს არჩევნების სამართლიან და სწორ ჩატარებას, პირდაპირ დაკავებულია აგიტაციით „ქართული ოცნების" სასარგებლოდ", - განაცხადა მირდატ ქამადაძემ.

დღეს ბათუმსა და რუსთავში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა