კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს აღვნიშნავთ-ღარიბაშვილი

ნახვები: 400 საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს აღვნიშნავთ-ღარიბაშვილი

დღეს საქართველო საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეს აღნიშნავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში" წერს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად.

„ყველა ადამიანი იბადება უნიკალური ნიჭით, რომელიც თითოეული ჩვენგანის პატივისცემას იმსახურებს. ხელისუფლების, კერძო სექტორის, მთლიანად საზოგადოების პასუხისმგებლობაა, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების ნიჭისა და პოტენციალის რეალიზებას, უზრუნველვყოთ მათი აქტიური ჩართულობა ქვეყნის განვითარებასა თუ საკუთარი მომავლის დაგეგმვაში, ვიზრუნოთ მათი ჯანმრთელობის, განათლების, დასაქმებისა და სხვა უფლებების ყოველმხრივ დაცვაზე.

პირადად ჩემი და საქართველოს მთავრობის სახელით კვლავაც თანადგომას ვპირდები აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებსა და მათი ოჯახის წევრებს. ყველაფერს გავაკეთებთ თითოეულისათვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად", - ნათქვამია განცხადებაში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა