თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ოპოზიციის საპასუხოდ ხელისუფლება პანდემიის მესამე ტალღას დაანონსებს - ხათუნა ლაგაზიძე

ნახვები: 329 ოპოზიციის საპასუხოდ ხელისუფლება პანდემიის მესამე ტალღას დაანონსებს - ხათუნა ლაგაზიძე

,,ოპოზიცია მიხვდა რომ ტელეეკრანებს უნდა გასცდეს და ხალხს დაუბრუნდეს", - ასეთია პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძის პოზიცია, ოპოზიციური პარტიების სამოქმედო გეგმის მიმართ, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს გულისხმობს.

„თვეების მანძილზე რაც ხდებოდა ქვეყანაში, ოპოზიცია ცალკე კუნძულზე იყო და მოსახლეობა ცალკე კუნძულზე, ამიტომაც გასაკვირი არ იყო ოპოზიციისადმი გაუცხოება ამომრჩევლის მხრიდან" - განუცხადა CNews-ს ლაგაზიძემ.

ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ თუ თუ ოპოზიციის აქტივობას ექნება ეფექტი, რომელიც ხალხში პროტესტის გრძნობას კიდევ უფრო გაამძაფრებს და ქუჩაში გამოიყვანს, ხელისუფლება კოვიდპანდემიის მესამე ტალღას აუცილებლად დაანონსებს.

,,თუ ამ მოძრაობამ აკრიფა მასშტაბები და ხელისუფლებამ დაინახა, რომ ეს არის ეფექტური პროცესი ხალხის გამოფხიზლების და ქუჩაში გამოსვლის, ოპოზიციამ ყველა შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოს ის, რომ ხელისუფლება კოვიდ პანდემიის მესამე ტალღას დაანონსებს და კიდევ უფრო გაამკაცრებს კანონებს, რეგულაციებს. მით უფრო იმის ფონზე, რომ ხელისუფლება პანდემიის პოლიტიკური მიზნების გამოყენებაში უკვე შემჩნეულია," - განაცხადა ლაგაზიძემ.

შეგახსენებთ: 15 მაისს ოპოზიციურმა სპექტრმა, საქართველოს პარლამენტის წინ ფართომასშტაბიანი აქცია დაანონსა, მანამდე კი კარდაკარის პრინციპით აპირებს, რომ მოსახლეობას უფრო დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის შესახებ.

ცნობისთვის: 18 მარტს, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის ინიციატივით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა