Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

ზელენსკი „გრემის“ დაჯილდოების მონაწილეებს - შეავსეთ სიჩუმე თქვენი მუსიკით

ნახვები: 417 ზელენსკი „გრემის“ დაჯილდოების მონაწილეებს - შეავსეთ სიჩუმე თქვენი მუსიკით

 

შეავსეთ სიჩუმე თქვენი მუსიკით, – ამ სიტყვებით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „გრემის“ 64-ე ყოველწლიური დაჯილდოების მონაწილეებს.

ზელენსკის თქმით, უკრაინა იბრძვის თავისუფლებისთვის, სიყვარულისა და მუსიკალური ჟღერადობისთვის, მაგრამ რუსულ ბომბებს უკრაინის ქუჩებში სიჩუმე მოაქვს.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინელი მუსიკოსები, სმოკინგების ნაცვლად, ჯავშანჟილეტებს ატარებენ და დაჭრილებს საავადმყოფოებში უმღერიან.

„ომი. რა არის უფრო მეტად მუსიკის საპირისპირო? დანგრეული ქალაქებისა და მოკლული ადამიანების სიჩუმე. ჩვენი შვილები ხატავენ მფრინავ რაკეტებს და არა მოწყვეტილ ვარსკვლავებს. 400-ზე მეტი ბავშვი დაშავდა, 153 კი გარდაიცვალა. ჩვენ ვერასდროს ვიხილავთ მათ ნახატებს. ჩვენმა ახლობლებმა არ იციან, ისევ ერთად ვიქნებით თუ არა. ომი არ გვაძლევს არჩევის საშუალებას, ვინ გადარჩება და ვინ დარჩება მარადიულ სიჩუმეში. რუსეთს სიკვდილის სიჩუმე მოაქვს. შეავსეთ სიჩუმე თქვენი მუსიკით. შეავსეთ იგი დღეს, რომ თქვათ ჩვენი ამბავი. თქვით სიმართლე ამ ომის შესახებ თქვენს სოციალურ ქსელებში, ტელევიზიით. მხარი დაგვიჭირეთ ყველანაირად. ნებისმიერი გზით, მაგრამ არა დუმილით“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა