კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად ილია დარჩიაშვილი დაინიშნა

ნახვები: 384 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად ილია დარჩიაშვილი დაინიშნა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად ილია დარჩიაშვილი დაინიშნა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მინდა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე წარმოგიდგინოთ მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ილია დარჩიაშვილი. მას აქვს მრავალმხრივი გამოცდილება კერძო სექტორში,საჯარო სექტორში. აქვს ბრწყინვალე განათლება, გამოცდილება და მჯერა, იქნება წარმატებული საგარეო საქმეთა მინისტრი. წლების წინ იგი მუშაობდა მინისტრის პირველი მოადგილის რანგში, ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტროში, მანამდე მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანდელი იყო, მუშაობდა პოლონეთის საელჩოში. ბოლო წლებში იყო საქართველოს ელჩი პოლონეთში. მჯერა, იქნება წარმატებული საგარეო საქმეთა მინისტრი და ვუსურვებ მას წარმატებას. ჩვენ დღეს ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ამ სიტუაციაში საჭიროა აქტიურობა და ჩვენი მთავარი ეროვნული მიზნის მისაღწევად გვჭირდება შემართებით მუშაობა და ყველა საჭირო მიზნის განხორციელება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დავით ზალკალიანი, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად გააგრძელებს მუშაობას.

ილია დარჩიაშვილი 2021 წლიდან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას იკავებდა. იქამდე იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში, ხოლო მანამდე საგანგებო დავალებათა ელჩი. ილია დარჩიაშვილი სხვადასხვა პერიოდში იყო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე; მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი; ფონდის დირექტორის პირველი მოადგილე; მანამდე იგი კერძო სექტორში საქმიანობდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა