Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

გია ხუხაშვილი: „არ არის ღარიბაშვილი ის ადამიანი, რომ შერცხვეს და გადადგეს“

ნახვები: 568 გია ხუხაშვილი: „არ არის ღარიბაშვილი ის ადამიანი, რომ შერცხვეს და გადადგეს“

„არ არის ღარიბაშვილი ის ადამიანი, იმის გამო შერცხვეს, რომ თვითონ სტანდარტი არ დაიცვა და თანამდებობიდან არ გადადგა," - ამის შესახებ Cnews -თან საუბრისას პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა,.

მისი თქმით, ფაქტი, რომ შს მინისტრის მოადგილე კახა საბანაძე იმ მოტივით გადადგა, რათა მედიით გასულ ჩანაწერებში არსებული შესაძლო დანაშაულებების გამოძიებისათვის ხელი არ შეეშაალა, ანალოგიურ ვითარებაში კი ქვეყნის პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვიმა იგივე არ გააკეთა, ამ უკანასკნელს უხერხულობას არ შეუქმნის.

„მინიშნებას თავი რომ დავანებოთ, ეს არის სტანდარტი, ნებისმიერი ჩინოვნიკი, რომელსაც ელემენტარული ღირსება აქვს, როდესაც მის მიმართ ასეთი მძიმე კითხვები ისმება, უნდა გადადგეს, ან მინიმუმ, შეიჩეროს უფლებამოსილება. რა თქმა უნდა, როდესაც ასეთი მძიმე კითხვები ისმება, უნდა გადადგნენ, მაგრამ ამ ადამიანებისთვის ღირსებაზე მეტი ღირს ის სავარძელი, რომელზეც სხედან, "-განაცხადა ხუხაშვილმა.

ცნობისთვის: რამდენიმე დღის წინ, „ტვ პირველმა" და „მთავარმა არხმა" ფარული ჩანაწერები გაავრცელეს, სადაც კახა საბანაძეც იყო ნახსენები.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა