კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

უკრაინას უმძიმესი ზიანი მიადგა, უკვე მოუწიათ უარის თქმა NATO-ზე-კობახიძე

ნახვები: 558 უკრაინას უმძიმესი ზიანი მიადგა, უკვე მოუწიათ უარის თქმა NATO-ზე-კობახიძე

​ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ უკრაინას ომით უმძიმესი ზიანი მიადგა და ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

კობახიძის თქმით, ზიანი ყველა თვალსაზრისით მძიმეა, ამასთან, ქვეყანას მოუწია NATO-ზე უარის თქმა.

"სამწუხაროდ, უმძიმესი ზიანი მიადგა ჩვენს მეგობარ ქვეყანას, ჩვენს მეგობარ ხალხს, უკრაინას. ძალიან რთულია ის მდგომარეობა, რომელშიც არის ეს სახელმწიფო დღეს. თქვენ იცით, რომ ყველა თვალსაზრისით ზიანი არის ძალიან მძიმე, იქნება ეს ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული თუ სამხედრო. და თქვენ იცით, რომ უკრაინას, მის ხელისუფლებას უკვე მოუწია უარის თქმა ნატოზე, რაც იყო მისი მხრიდან სასტარტო შეთავაზება რუსეთის მიმართ. ეს არის უმძიმესი მდგომარეობა. შესაბამისად, სახეზეა ის მდგომარეობა, რაც არის ჩვენთვის სამწუხარო". - თქვა კობახიძემ.

მმართველი პარტიის თავმჯდომარის მტკიცებით, უკრაინის "სასტარტო შეთავაზება იყო NATO-ზე უარის თქმა, რაც განსაკუთრებით სამწუხაროა".

"ეს ამძიმებს იმ სურათს, რაც არის შექმნილი უკრაინაში. უკრაინამ რუსეთს შესთავაზა სასტარტო პირობები გარიგებისთვის და მისგან არ მიუღია პასუხი. უკრაინა იყო NATO-ზე უარის და ნეიტრალური სტატუსის ინიციატორი. მადლობა ღმერთს, ჩვენ არ ვართ დღეს ამ მდგომარეობაში, შესაბამისად, ჩვენთვის საერთოდ არ არის რელევანტური ამ თემაზე მსჯელობა და იმედია, არც მომავალში გახდება ნეიტრალური. ჩვენ გვაქვს მკაფიო ორიენტირები ჩვენს პოლიტიკაში და ამოცანები. პირველი რიგის ამოცანაა, ქვეყანას თავიდან აარიდოს ომი". - ამბობს ირაკლი კობახიძე.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა