კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პაპუაშვილი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადებას ტყუილს და მიუღებელს უწოდებს

ნახვები: 356 პაპუაშვილი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადებას ტყუილს და მიუღებელს უწოდებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადებას ტყუილს და მიუღებელს უწოდებს.

პაპუაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში" ეხმაურება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „საერთაშორისო სანქციების დაწესების გამო, რუსეთის ფედერაცია მოკლებულია სამხედრო, ორმაგი დანიშნულებისა და სამოქალაქო საქონლის მიწოდების შესაძლებლობას. სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსი აგენტები აყალიბებენ კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის კერძოდ საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მიიღეს მითითებები პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, არ ჩარეულიყვნენ კონტრაბანდისტების საქმიანობაში".

„მარტივად რომ ვთქვათ, ეს ტყუილია! ამ ტიპის დეზინფორმაცია პარტნიორი ქვეყნიდან, განსაკუთრებით ამ პირობებში, სრულიად მიუღებელია", - წერს შალვა პაპუაშვილი.

ამასთან, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადებას გამოეხმაურნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროში. უწყების განცხადებით, ნებისმიერი ტიპის საქონელი, როგორც სამხედრო, ისე ორმაგი დანიშნულების, ასევე ყველა ის პროდუქცია, რომელიც მოხვედრილია სანქციების სიაში, ექვემდებარება მკაცრ საბაჟო კონტროლს საქართველოს ხელისუფლების მიერ და რომ ამის შესახებ დეტალურად ინფორმირებულია ყველა საერთაშორისო პარტნიორი.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა