Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

ვახტანგ გომელაურმა ესპანეთის სამეფოში ოფიციალური შეხვედრები გამართა

ნახვები: 395 ვახტანგ გომელაურმა ესპანეთის სამეფოში ოფიციალური შეხვედრები გამართა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ოფიციალური ვიზიტი ესპანეთის სამეფოში დასრულდა.

ვახტანგ გომელაურმა ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრთან - ფერნანდო გრანდე მარლასკა გომესთან და ესპანეთის სამეფოს სამოქალაქო გვარდიის გენერალურ დირექტორთან - მარია გამეს გამესთან.

მხარეებმა სამართალდაცვით სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივები დასახეს.

ვახტანგ გომელაურმა ესპანეთის სამოქალაქო გვარდიის წარმომადგენლებს არსებული თანამშრომლობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისათვის მადლობის სიგელები გადასცა.

შეხვედრებს ესწრებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე - შალვა ბედოიძე, რომელმაც ამავე ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ესპანეთის ეროვნული პოლიციის გენერალური დირექტორის მოადგილესთან - ხოსე ანხელ გონსალეს ხიმენესთან.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა