კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ბუჩას ხოცვა-ჟლეტის შემდეგ დასავლეთი სანქციებსა და იარაღზე აღარ უნდა ყოყმანობდეს-კულება

ნახვები: 479 ბუჩას ხოცვა-ჟლეტის შემდეგ დასავლეთი სანქციებსა და იარაღზე აღარ უნდა ყოყმანობდეს-კულება

ბუჩას ხოცვა-ჟლეტის შემდეგ დასავლეთი სანქციებსა და იარაღზე აღარ უნდა ყოყმანობდეს, - აღნიშნულის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა „ბიბისისთან" ინტერვიუში განაცხადა.

„ბუჩას ხოცვა-ჟლეტამ უნდა მოხსნას დასავლეთში ნებისმიერი ყოყმანი და სურვილის არქონა უკრაინისთვის ყველა საჭირო ტიპის იარაღის, მათ შორის თვითმფრინავების, ტანკების, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებისა და ჯავშანტექნიკის გადაცემასთან დაკავშირებით, ჩვენი ქვეყნის დასაცავად და რუსი ოკუპანტებისგან გასათავისუფლებლად. ეს ასევე ეხება სანქციებს. თუ რომელიმე ჩემი კოლეგა ევროპიდან ან ოკეანის მიღმა, შეეცდება მითხრას, რომ ზოგიერთი სანქცია შეუსაბამო ან ზედმეტად მკაცრია და არ უნდა იყოს დაწესებული, მაშინ მე ამას მივიჩნევ ბუჩას და სხვა ქალაქებისა და სოფლების მსხვერპლთა ღალატად", - განაცხადა დმიტრო კულებამ.

კულებას თქმით, ბუჩას ხოცვა-ჟლეტა წარმოადგენს მოვლენას, რომელმაც უნდა შეცვალოს სიტუაცია იმასთან მიმართებაში, თუ როგორ უნდა გააგრძელოს დასავლეთმა უკრაინის მხარდაჭერა.

„მე ვაფასებ იმას, რაც ჩვენმა მოკავშირეებმა უკვე გააკეთეს. ზოგიერთმა მათგანმა გააკეთა იმაზე მეტი, ვიდრე წარმოიდგენდნენ ომის დაწყებამდე. მე მათი ძალიან მადლობელი ვარ ამისთვის. თუმცა, ომი გრძელდება და უკრაინის კიდევ ბევრი ქალაქი და სოფელი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში რჩება რუსული ჯარების კონტროლის ქვეშ და ჩვენ არ ვიცით, რა ხდება იქ. ჩვენ არ ვითხოვთ რაიმე გასაოცარს. ჩვენ მხოლოდ ვითხოვთ აუცილებელს, რათა გავათავისუფლოთ ჩვენი ქვეყანა და თავიდან აიცილოთ რუსეთის მხრიდან კიდევ უფრო მეტი დანაშაული და გადავარჩინოთ მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე", - დასძინა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა