კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვოლოდიმირ ზელენსკი - თქვენი (გაეროს) მოქმედი ფორმატი თუ უალტერნატივოა და გამოსავალი არ არსებობს, მაშინ წინ მხოლოდ თვითდათხოვნაა

ნახვები: 501 ვოლოდიმირ ზელენსკი - თქვენი (გაეროს) მოქმედი ფორმატი თუ უალტერნატივოა და გამოსავალი არ არსებობს, მაშინ წინ მხოლოდ თვითდათხოვნაა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო-ს სისტემის რეფორმისკენ მოუწოდა, რათა რუსეთს ვეტოს უფლების გამოყენების შესაძლებლობა აღარ ჰქონდეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა გაერო-ში გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთი ვეტოს სიკვდილის ნებართვად იყენებს და გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურას ძირს უთხრის, რაც საშუალებას აძლევს ბოროტებას, დარჩეს დაუსჯელი და მთელ მსოფლიოში გავრცელდეს.

„თუ ეს გაგრძელდება, ფინალი იქნება ის, რომ თითოეულ სახელმწიფოს შეეძლება დაეყრდნოს მხოლოდ იარაღის ძალას, თავისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და არა საერთაშორისო კანონმდებლობასა და საერთაშორისო ინსტიტუტებს. გაერო შეიძლება დაიხუროს“, – განაცხადა ზელენსკიმა.

მისივე თქმით, თუ გაერო დახურვისთვის მზად არ არის, მაშინ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედონ.

„ჩვენ გვჭირდება გაერო-ს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილება უკრაინაში მშვიდობისთვის. თუ თქვენ არ იცით, როგორ მიიღოთ ეს გადაწყვეტილება, შეგიძლიათ, გააკეთოთ ორი რამ: ან ჩამოაშოროთ რუსეთი, როგორც აგრესორი და ომის წყარო, მისივე აგრესიის, მისივე ომის შესახებ გადაწყვეტილებების დაბლოკვას და გააკეთოთ ყველაფერი, რაც შესაძლებელია, მშვიდობის დასამყარებლად. ან გვაჩვენეთ, როგორ შეიძლება გადაფორმატება და რეალურად მუშაობა მშვიდობისთვის. თუ თქვენი მოქმედი ფორმატი უალტერნატივოა და გამოსავალი არ არსებობს, მაშინ წინ მხოლოდ თვითდათხოვნაა. დარწმუნებული ვარ, შეგიძლიათ ამ მესამე ვარიანტის გარეშეც“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა