კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

კარლ ჰარცელი - ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა ევროპარლამენტის პროდუქტი არ არის

ნახვები: 362 კარლ ჰარცელი - ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა ევროპარლამენტის პროდუქტი არ არის

 

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ ევროპარლამენტის ვებგვერდზე 4 აპრილს გამოქვეყნებული მასალა ევროპარლამენტის პროდუქტი არ არის და მასში მოყვანილი დასკვნები მხოლოდ მათ ავტორებს ეკუთვნით.

მისი თქმით, ანგარიშის მიზანია, დაეხმაროს ევროპარლამენტის წევრებს საქარველოში არსებული სიტუაციის შეფასებაში.

„ეს არის კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებული ანგარიში, რომ ევროპარლამენტარებს დაეხმარონ დასკვნების გაკეთებაში, სიტუაციის შეფასებაში. რაც შეეხება ყველა იმ საკითხს, რომელსაც ანგარიში ეხება, იქნება ეს პოლარიზაცია პოლიტიკურ თუ მედია სივრცეში, მართლმსაჯულება, არჩევნებთან დაკავშირებული საკითხი, დემოკრატიული ინსტიტუტები, ეს საკითხები წამოწეული იყო, როგორც ბრიუსელის მხრიდან, ასევე პირადად ჩემს განცხადებებშიც. ამ საკითხებზე ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას და ასევე დისკუსიებს საქართველოს მთავრობასთან, რომ ეს პროცესი მიმდინარეობდეს, გაგრძელდეს. კომისია მალე გამოიტანს დასკვნას ამ განაცხადთან დაკავშირებით. მოკლედ, პროცესი გრძელდება“, – განაცხადა ჰარცელმა.

ევროპარლამენტის ვებგვერდზე 4 აპრილს საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ სამი ავტორის მიერ მომზადებული კვლევა გამოქვეყნდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა