კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

საქართველოში სასაზღვრო კონტროლი არის უმაღლეს დონეზე-ლევან დავითაშვილი

ნახვები: 386 საქართველოში სასაზღვრო კონტროლი არის უმაღლეს დონეზე-ლევან დავითაშვილი

ჩვენს ძალიან სტრატეგიულ მეგობრებს, ძმებს მოეთხოვებათ ცოტა მეტი ყურადღებაც და პატივისცემაც, განცხადებას უნდა მოაყოლონ კონკრეტული ფაქტები, უკრაინული მხარე ამბობს, რომ საქართველომ წარმოადგინოს მტკიცებულებები, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

ლევან დავითაშვილის თქმით, არა მხოლოდ საქართველოს საზოგადოება, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობაც დაელოდება კონკრეტულ მტკიცებულებებს უკრაინისგან.

„ალბათ, ნებისმიერ მოქალაქეს არ აქვს მნიშვნელობა თანამდებობას, გაუჩნდება ერთი კითხვა, თუ ვიღაცა ვინმეს რამეში ბრალს დებს, საფუძველი ამისა უნდა წარმოადგინოს იმ ადამიანმა, ვისაც აქვს ბრალდება. ეს არის მტკიცებულების ძალიან ლოგიკური წარმოდგენის ვალდებულება და პასუხისმგებლობა. ამ შემთხვევაში მგონი, ჩვენს ძალიან სტრატეგიულ მეგობრებს, ძმებს მოეთხოვებათ ცოტა მეტი ყურადღებაც და პატივისცემაც, განცხადებას უნდა მოაყოლონ კონკრეტული ფაქტები. მგონი არა მხოლოდ საქართველოს საზოგადოება, არამედ რამდენადაც ეს იყო საერთაშორისო განცხადება, საერთაშორისო თანამეგობრობა და საზოგადოება დაელოდება და ელოდება კონკრეტულ მტკიცებულებებს, რომ ისევ და ისევ განცხადების ავტორების რეპუტაცია იყოს შენარჩუნებული", - განაცხადა დავითაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საქართველოს სასაზღვრო კონტროლი ძალიან მაღალ დონეზეა.

„მინდა, მკაფიოდ განვაცხადო პირდაპირ და სრული პასუხისმგებლობით, ხაზი გავუსვა იმას, რომ საქართველოში სასაზღვრო, საბაჟო კონტროლი არის უმაღლეს დონეზე. საქართველოს ხელისუფლება არის მზად და გახსნილი, რომ ნებისმიერი დაინტერესებული მხარისთვის, ნებისმიერი დაინტერესებული ქვეყნისთვის ვართ ღია, რათა მათ ნახონ, როგორ მუშაობს ჩვენი სისტემა, თვითონ დარწმუნდნენ, რომ უსაფუძვლოა ყველა ის განცხადება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ. უბრალოდ, აღარ მინდა ამაზე საუბარი და იდეაში ეს არის შეურაცხმყოფელიც, ეს არის არის ქართული სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელი. აღარ ვსაუბრობ, სანაცვლოდ ჩვენ რას ვაკეთებთ და ა.შ. ამ შემთხვევაში რაღაცების დათვლა და თვლა, უბრალოდ მორალური არ არის", - განაცხადა დავითაშვილმა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ 5 აპრილს განაცხადა, რომ უკრაინა საქართველოსგან ელოდება მტკიცებულებებს, რომ არ ეხმარება რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა