კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

კეთილი ინებონ და წარმოადგინონ, თუ რამე მტკიცებულებები გააჩნიათ-კალაძე დმიტრო კულებას განცხადებაზე

ნახვები: 355 კეთილი ინებონ და წარმოადგინონ, თუ რამე მტკიცებულებები გააჩნიათ-კალაძე დმიტრო კულებას განცხადებაზე

თბილისის მერი კახა კალაძე "სამარცხვინოს" უწოდებს დმიტრო კულებას განცხადებას საქართველოს მხრიდან მტკიცებულებების წარდგენაზე და ამბობს, რომ უკრაინამ "კეთილი უნდა ინებოს" და წარმოადგინოს, თუ "რამე მტკიცებულება გააჩნია".

დღეს გავრცელდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადება, რომ ისინი საქართველოსგან ელოდებიან მტკიცებულებებსა და დამაჯერებელ არგუმენტებს იმაზე, რომ არ ეხმარებიან რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში.

კალაძე ირწმუნება, რომ საქართველოს არანაირი მტკიცებულება წარსადგენი არ აქვს.

"ეს იყო სამარცხვინო განცხადება, როგორც ჩვენ ბევრი სამარცხვინო განცხადებები მოვისმინეთ და ჩვენ ველოდებით უკრაინის მხრიდან, სამარცხვინო ბრალდება მათი მხრიდან იყო გაჟღერებული და კეთილი ინებონ და წარმოადგინონ, თუ რამე მტკიცებულებები გააჩნიათ", - თქვა კალაძემ.

მისივე თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში უკრაინული მხარის განცხადებები "კატეგორიულად მიუღებელია".

ყველაფერი მესმის, რომ ქვეყანა ომშია, ყველანაირად თავს ვიკავებ რაღაცა კომენტარი გავაკეთო, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უკრაინას და უკრაინელ ხალხს მხარში დავუდგეთ და არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო ჩვენი მხრიდან საერთაშორისო პლატფორმებზე და ამას ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებიც ღიად აღნიშნავენ, მაგრამ ის სამარცხვინო განცხადებები, რაც მოდის ბოლო დღეების განმავლობაში, კატეგორიულად მიუღებელია", - თქვა კალაძემ.

გუშინ, 5 აპრილს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოუწოდა უკრაინულ მხარეს, დაუყოვნებლივ მიაწოდონ მტკიცებულებები კონტრაბანდული იარაღის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე.

"აღნიშნული ქმედება, საქართველოს კანონმდებლობით, წარმოადგენს სისხლის სამართლის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს.

მოვუწოდებთ უკრაინულ მხარეს, დაუყოვნებლივ მოგვაწოდონ ამ ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, მათზე სამართლებრივი რეაგირების მიზნით. საქართველოს ხელისუფლება იქნება უკომპრომისო ამგვარი დანაშაულის ნებისმიერ შესაძლო შემთხვევასთან დაკავშირებით", - აცხადებენ სუს-ში.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურმა 4 აპრილს გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ რუსეთი კონტრაბანდის მარშრუტს საქართველოს ტერიტორიის გავლით აყალიბებს.

აღნიშნულ ინფორმაციას გამოეხმაურა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ფინანსთა და განაცხადა, რომ ეს არის "ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდება".

აღნიშნულ ინფორმაციას გამოეხმაურა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ფინანსთა და განაცხადა, რომ ეს არის "ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდება".

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა კი უკრაინას მოუწოდა, დაუყოვნებლივ მიაწოდოს მტკიცებულებები საქართველოს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა