კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ომის დაწყებიდან დღემდე, პუტინს 35 მილიარდი გადავუხადეთ-ბორელი

ნახვები: 681 ომის დაწყებიდან დღემდე, პუტინს 35 მილიარდი გადავუხადეთ-ბორელი

უკრაინას გადავეცით ერთი მილიარდი ევრო, ეს თითქოს დიდი თანხაა, მაგრამ იმავე თანხას ვუხდით პუტინს ყოველდღე ენერგორესურსებისთვის, ომის დაწყებიდან დღემდე, პუტინს 35 მილიარდი ევრო გადავუხადეთ, - ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

როგორც ბორელმა განაცხადა, საჭიროა, შემცირდეს რუსეთზე დამოკიდებულება და აღნიშნა, რომ მასზე მეტი ზეწოლა უნდა განხორციელდეს.

„ეს რომ არ დავუშვათ, უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა. ჩვენ გვინდა, ომი დასრულდეს, მაგრამ არა ნებისმიერი შესაძლო შედეგით, სწორედ ამიტომ უნდა განვაგრძოთ უკრაინის შეიარაღება და ჩვენ დღეს გვჭირდება ნაკლები აპლოდისმენტები და მეტი დახმარება. ნაკლები უნდა ვილაპარაკოთ ზელენსკის გმირობაზე და ამის ნაცვლად, მეტი იარაღი გადავცეთ უკრაინას. ეს არის რასაც უკრაინელები ჩვენგან ელოდებიან და ეს არის, რასაც ვაკეთებთ, მაგრამ ეს უფრო სწრაფად უნდა გავაკეთოთ. მეტი ზეწოლა უნდა განვახორციელოთ რუსეთზე და დავეხმაროთ უკრაინას თავდაცვაში.

ჩვენ უკრაინას უკვე გადავეცით ერთი მილიარდი ევრო. ეს თითქოს დიდი თანხაა, მაგრამ ჩვენ იმავე თანხას ვუხდით პუტინს ყოველდღე ენერგორესურსებისთვის. ომის დაწყებიდან დღემდე, ჩვენ პუტინს 35 მილიარდი ევრო გადავუხადეთ. შეადარეთ ეს უკრაინისთვის გაწეულ ერთ მილიარდ ევროს. ეს განსხვავება ხაზს უსვამს იმას, რომ რაც უნდა გავაკეთოთ, ჩვენ უნდა შევამციროთ რუსეთზე დამოკიდებულება", - განაცხადა ბორელმა ევროპარლამენტში გამოსვლის დროს", - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა