კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მინისტერიალზე განიხილება, როგორ შეგვიძლია მხარდაჭერის გაძლიერება პარტნიორებისამდი-იენს სტოლტენბერგი

ნახვები: 351 მინისტერიალზე განიხილება, როგორ შეგვიძლია მხარდაჭერის გაძლიერება პარტნიორებისამდი-იენს სტოლტენბერგი

დღეს და ხვალ საგარეო საქმეთა მინისტერიალზე განიხილება ერთ-ერთი საკითხი, როგორ შეგვიძლია მხარდაჭერის გაძლიერება პარტნიორებისამდი, რომლებიც რუსეთის ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან, მათ შორის არის საქართველო, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საგარეო საქმეთა მინისტერიალამდე განაცხადა.

ამასთან, მისივე თქმით, ნატო-ს წევრობის საკითხები გადასაწყვეტია აპლიკანტი ქვეყნისა და ნატო-ს 30 წევრის მიერ და აღნიშნა, რომ რუსეთს ან სხვა ქვეყნებს ამ საკითხზე ვეტოს უფლება არ აქვთ.

„მჯერა, უკრაინაში რუსეთის ინტერვენციიდან სასწავლი ერთ-ერთი გაკვეთილი ის არის, რომ მნიშვნელოვანია, მათ, ვისაც სჯერა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის, უნდა უზრუნველყონ საქართველოს მსგავსი ახლო და ღირებული პარტნიორების მხარდაჭერა. უკეთესია მათი მხარდაჭერა მოხდეს მალე, ვიდრე გვიან. შესაბამისად, ერთ-ერთი საკითხი, რომელიც განიხილება დღეს და ხვალ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე არის ის, როგორ შეგვიძლია მხარდაჭერის გაძლიერება სხვა პარტნიორებისამდი, რომლებიც რუსეთის ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მათგანი საქართველოა.

რუსეთი აკონტროლებს საქართველოს ტერიტორიის ნაწილს. ჩვენ განვიხილავთ, როგორ შეგვიძლია მეტი მხარდაჭერის აღმოჩენა ისეთ სფეროებში, როგორიცაა კიბერსივრცე, უსაფრთხოების კომუნიკაციები, შესაძლებლობების გაძლიერება და სხვა გზით საქართველოს გასაძლიერებლად რუსეთის მხრიდან ზეწოლისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. ნატო-ს კარი ღია რჩება. ბოლო რამდენიმე ათწლეულში ნატო-ს გაფართოება იყო იმის წარმატებული მაგალითი, თუ როგორ უნდა გავრცელდეს დემოკრატია, კანონის უზენაესობა, სტაბილურობა და მშვიდობა ევროპაში. წევრობის საკითხები გადასაწყვეტია იმ აპლიკანტი ქვეყნის მიერ, რომელიც მიისწრაფვის წევრობისკენ, ასევე ნატო-ს 30 მოკავშირის მიერ. რუსეთს ან სხვა ქვეყნებს ამ საკითხზე ვეტოს უფლება არ აქვთ. ეს არის აპლიკანტი ქვეყნისა და ნატო-ს 30 წევრის გადასაწყვეტი", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა