თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

საქართველოს კრიზისის განმუხტვაში აშშ ერთვება - ენტონი ბლინკენი თბილისში ჩამოსასვლელად მზადაა

ნახვები: 492 საქართველოს კრიზისის განმუხტვაში აშშ ერთვება - ენტონი ბლინკენი თბილისში ჩამოსასვლელად მზადაა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს საკითხზე იმსჯელეს.

CNews-ის ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ელჩი კელი დეგნანისა და სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ჯორჯ კენტისგან პირადად მოისმინა საქართველოში არსებული მდგომარეობა.

საქართველოში პოლიტიკური კრიზისის მოგვარებას ამერიკის შეერთებულ შტატებში განსაკუთრებული სერიოზულობით უკრაინა-რუსეთის გამწვავებული, თითქმის საომარი მდგომარეობამდე მისული სიტუაციის გამო ეკიდებიან.

CNews-ისთვის ვაშინგტონიდან მოწოდებული ინფორმაციით, სწორედ ამ ვითარებას და რეგიონში არსებულ მდგომარეობას გაუსვა ხაზი ელჩმა დეგნანმა ენტონი ბლინკენთან საუბრისას და აღნიშნა, რომ აუცილებელია, საქართველოში კრიზისი, რაც შეიძლება, სწრაფად დასრულდეს.

ენტონი ბლინკენმა მოისმინა რეკომენდაციებიც, რაც ითვალისწინებს:

ა) საქართველოში სახელმწიფო მდივნის ვიზიტს;

ბ) საქართველოში სახელმწიფო მდივნის ერთ-ერთი მოადგილის ვიზიტს;

როგორც CNews-ს ვაშინგტონიდან აცნობეს, სახელმწიფო დეპარტამენტს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარის, შარლ მიშელისგან მეტ- ნაკლებად განსხვავებული ხედვა აქვს, განსაკუთრებით არჩევნებსა და პოლიტიკური ნიშნით პატიმრობაში მყოფ პირებთან მიმართებაში.

სახელმწიფო მდივანი შემოთავაზებულ რეკომენდაციებს დაეთანხმა, მათ შორის, თბილისში გამომგზავრებას, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება თეთრ სახლში კონსულტაციების შემდეგ გახდება ცნობილი.

CNews-ის ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანმა ასევე, მოისმინა ევროპარლამენტარების განცხადების შინაარსი. სავარაუდოდ, შესაბამისი ტექსტი მომზადდება აშშ-იც, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, სენატორებისა და კონგრესმენების სახელით გავრცელდება.

როგორც CNews-ს აცნობეს, სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩევლების ერთ ჯგუფს მიაჩნია, რომ ოპოზიციის ნებისმიერი ფორმით იძულება - შევიდეს პარლამენტში, უარი თქვას ვადამდელ არჩევნებზე და ციხეში დარჩნენ პოლიტპატიმრები, ვერ განუხტავს ვითარებას. პირიქით, ეს გამოიწვევს ოპოზიციური ძალების მარგინალიზებას, რის შემდეგაც პროცესებს სათავეში სამოქალაქო საზოგადოება და სავარაუდოდ, ახალი პოლიტიკური ძალები ჩაუდგებიან, რაც, ყველაზე უკიდურეს შემთხვევაში, 2022 წლის შემოდგომაზე, მაინც ვადამდელი არჩევნებითა და დამატებითი პოლიტიკური რყევებით დასრულდება.

მიმდინარე კვირას, სახელმწიფო მდივანს საქართველოს თემაზე კონსულტაციები ექნება თეთრ სახლში, სადაც მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით და შეთანხმდება ე.წ. საგზაო რუკა საქართველოში კრიზისის დასაძლევად.

საქართველოს მთავრობა მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ არაოფიციალური არხებით უკვე ინფორმირებულია.

შეგახსენებთ :

ევროპელი მედიატორების მიერ საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მეორე რაუნდის უშედეგოდ დასრულების შემდეგ, Cnews-მა გაავრცელა ექსკლუზიური ინფორმაცია მოლაპარაკებების კულუარების შესახებ, სადაც ნათქვამი იყო, რომ აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, კენი დეგნანმა შარლ მიშელს და კრიტიან დანიელსონს, კარლ ჰარცელის თანდასწრებით განუცხადა, რომ თუ ევროკავშირი უახლოეს პერიოდში ვერ მოახერხებს კრიზისის განმუხტვას, სახელმწიფო დეპარტამენტი დაიწყებს მოქმედებას შესაბამისი გეგმის მიხედვით.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა