კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ილია დარჩიაშვილი ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ნახვები: 468 ილია დარჩიაშვილი ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრა გამართა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრ ვოკკე ჰოქსტერთან.

საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრები მიესალმნენ ნიდერლანდებსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების საიუბილეო თარიღს, 30 წლისთავს და დადებითი შეფასება მისცეს ამ დროის განმავლობაში ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობას.

„საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ნიდერლანდებს საქართველოს მხარდაჭერისთვის, როგორც სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ნიდერლანდების სურვილი, რომ გააძლიეროს თანამშრომლობა „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან, რაც აისახა კიდეც ნიდერლანდების საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების დოკუმენტში.

ასევე, აღინიშნა საქართველოს წარმატება, როგორც ევროპული ინტეგრაციის, ასევე ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. მათ შორის, საუბარი დაეთმო ევროკავშირის წევრობის განაცხადს და ქართული მხრიდან გამოითქვა იმედი, რომ ნიდერლანდები მხარს დაუჭერს საქართველოს ევროპულ ასპირაციას", - ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, მინისტრებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

„მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს მხრიდან უკრაინის მიმართ გამოხატულ მხარდაჭერას, ყურადღება გამახვილდა საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე და საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ნიდერლანდებს ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში აქტიური ჩართულობისთვის, რაც მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ადგილზე სტაბილურობის უზრუნველყოფის და ესკალაციის პრევენციისთვის.

მინისტრებმა დადებითი შეფასება მისცეს საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის მაღალი დონის კავშირებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრებს შორის კომუნიკაციის მაღალ დინამიკას. ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობას და საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ნიდერლანდელი კოლეგა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია", - აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა