კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მტერი აგრძელებს მარიუპოლის განადგურებას -ზელენსკი

ნახვები: 394 მტერი აგრძელებს მარიუპოლის განადგურებას -ზელენსკი

მტერი აგრძელებს მარიუპოლის განადგურებას და იქ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საბერძნეთის პარლამენტისთვის გაკეთებულ მიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, ყოველი დღე იწყება ახალი ამბებით მარიუპოლის თაობაზე, ქალაქზე, რომელსაც რუსი სამხედროები სისტემატურად ანგრევენ.

უკრაინელი ლიდერის განცხადებით, საუკუნეების მანძილზე ბერძენი და უკრაინელი ხალხი გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ, ერთად ზრდიდნენ შვილებს და აშენებდნენ მომავალს.

„ახლა ეს მხოლოდ ნანგრევებია. ეს არის ის, რაც რუსეთის ფედერაციამ ჩვენს მშვიდობიან ქალაქს გაუკეთა, მაგრამ ასევე თქვენს მშვიდობიან მარიუპოლს. ეს ქალაქი ყოველთვის იყო დიდი ბერძნული თემის სახლი. უკრაინულ-ბერძნული საზოგადოება მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია. უკრაინასა და საბერძნეთს შორის კავშირი იმდენად ძველია, რომ ახლა მისი საწყისის პოვნა შეუძლებელია. ბერძნული პოლიტიკა ჩვენს შავი ზღვის სანაპიროზე, კულტურული გაცვლა და ვაჭრობა, საზოგადოების ცხოვრება - ეს ყველაფერი ათასობით წლის ისტორიაა", - აღნიშნა ზელენსკიმ

ზელენსკის თქმით, მათ რეგიონში ქრისტიანობის განვითარება საბერძნეთს უკავშირდება.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა