კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

კიევის რეჟიმი კონტროლდება ვაშინგტონისა და მისი მოკავშირეების მიერ-სერგეი ლავროვი

ნახვები: 625 კიევის რეჟიმი კონტროლდება ვაშინგტონისა და მისი მოკავშირეების მიერ-სერგეი ლავროვი

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უკრაინული მხარე სტამბოლში მიღწეულ შეთანხმებებთან დაცილებაში დაადანაშაულა.

როგორც მედია წერს, სერგეი ლავროვის აცხადებს, რომ გასულ დღეს უკრაინულმა მხარემ წარმოადგინა შეთანხმების ახალი პროექტი, რომელშიც სახეზეა სტამბოლში 29 მარტს გამართულ შეხვედრაზე დაფიქსირებულ მნიშვნელოვან დებულებებთან დაცილება. კერძოდ, ლავროვის თქმით, სტამბოლის დოკუმენტში უკრაინულმა მხარემ მკაფიოდ დააფორმულირა, რომ უკრაინის სამომავლო უსაფრთხოების გარანტიები არ გავრცელდება ყირიმსა და სევასტოპოლზე, გუშინდელ პროექტში კი ეს მკაფიო კონსტატაცია არ არის.

ამასთან, ლავროვმა აღნიშნა, რომ უკრაინა ყირიმისა და დონბასის საკითხების განხილვას ქვეყნების პრეზიდენტების შეხვედრაზე ითხოვს, რაც მიუღებელია.

მისივე თქმით, სტამბოლის დოკუმენტში აღნიშნული იყო, რომ უკრაინაში სამხედრო წვრთნების გამართვაზე ნებართვა, უსაფრთხოების გარანტორი ქვეყნებისა და რუსეთის თანხმობით მოხდებოდა, გუშინდელ პროექტში კი ეს დებულებაც შეცვლილია და ახალი ფორმულირებით, სამხედრო წვრთნების გამართვა უსაფრთხოების გარანტორი ქვეყნების ხმათა უმრავლესობით იქნება დაშვებული.

„ასეთი შეუსაბამობა კიდევ ერთხელ ადასტურებს კიევის ნამდვილ ზრახვებს, რომლითაც აჭიანურებს და ძირს უთხრის მოლაპარაკებებს. ამ ყველაფერში ვხედავთ იმ ფაქტის არსებობას, რომ კიევის რეჟიმი კონტროლდება ვაშინგტონისა და მისი მოკავშირეების მიერ, რომლებიც უბიძგებენ პრეზიდენტ ზელენსკის, გააგრძელოს საბრძოლო მოქმედებები. მიუხედავად ყველა პროვოკაციისა, რუსეთის დელეგაცია გააგრძელებს მოლაპარაკების პროცესს, წამოწევს ჩვენი შეთანხმების პროექტს, რომელშიც მკაფიოდ და სრულად არის ჩამოყალიბებული ყველა ჩვენი საწყისი, ძირითადი პოზიცია და მოთხოვნა", - განაცხადა ლავროვმა.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა