კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გავაფრთხილე უკრაინელები, რომ იძულებული გავხდებოდით ხალხის გასათავისუფლებლად ოპერაცია ჩაგვეტარებინა-ლუკაშენკო

ნახვები: 662 გავაფრთხილე უკრაინელები, რომ იძულებული გავხდებოდით ხალხის გასათავისუფლებლად ოპერაცია ჩაგვეტარებინა-ლუკაშენკო

ბელარუსიის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე თქვა, რომ ბელარუსიამ უკრაინაში ჩაატარა "სპეციალური ოპერაცია თავისი მოქალაქეების გასათავისუფლებლად".

"ამ ნაძირლებმა [უკრაინელები], დაიწყეს ჩვენი ხალხის დაკავება. პირველ რიგში ავტომობილების მძღოლების, რომლებიც იმ დროს იქ აღმოჩნდნენ. წაგვართვეს ჩვენი ვაგონები, დააკავეს ჩვენი მანქანები და ასამდე, ჩემი აზრით, ჩვენი ბიჭები, რომლებიც მართავდნენ ამ სატვირთოებს. მე გავაფრთხილე უკრაინელები, რომ იძულებული გავხდებოდით ამ ხალხის გასათავისუფლებლად ოპერაცია ჩაგვეტარებინა. ასეთი სპეცოპერაცია ჩავატარეთ და მთელი ჩვენი ხალხი გავათავისუფლეთ." - განაცხადა ლუკაშენკომ.

ასევე ბელარუსიის პრეზიდენტმა თქვა, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები ბელარუსის მონაწილეობის გარეშე ვერ იქნება.

დასავლური ქვეყნები მიიჩნევენ, რომ უკრაინაში შეჭრისთვის რუსეთი ბელარუსს პლაცდარმად იყენებს. ლუკაშენკო უკრაინაში შეჭრას ამართლებს და რუსეთის პოზიციას იზიარებს. ომის დაწყების გამო რუსეთის გარდა, სანქციები ბელარუსსაც დაუწესდა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა