კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ოკუპანტებმა დაბომბეს კრამატორსკის რკინიგზის სადგური, სადაც ევაკუაციის მოლოდინში ათასობით მშვიდობიანი უკრაინელი იმყოფებოდა

ნახვები: 328 ოკუპანტებმა დაბომბეს კრამატორსკის რკინიგზის სადგური, სადაც ევაკუაციის მოლოდინში ათასობით მშვიდობიანი უკრაინელი იმყოფებოდა

რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო კომპლექს „ტოჩკა უ-დან" განახორციელეს დარტყმა კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე, სადაც ათასობით ადამიანი ევაკუაციას ელოდებოდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ ფეისბუქში წერს.

ზელენსკი თავის გვერდზე აქვეყნებს სარაკეტო იერიშის ადგილზე გადაღებულ მძიმე ფოტო და ვიდეომასალას, სადაც ბევრი ცხედარი ჩანს. ზელენსკი წერს, რომ დაღუპულია დაახლოებით 30 და დაშავებულია 100 ადამიანი.

„ოკუპანტებმა „ტოჩკა უ-თი" დაბომბეს კრამატორსკის რკინიგზის სადგური, სადაც ათასობით მშვიდობიანი უკრაინელი იმყოფებოდა ევაკუაციის მოლოდინში... 30-მდე დაღუპული, 100-მდე ადამიანი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებით. პოლიცია და მაშველები ადგილზე არიან. რუსი მხეცები არ ამბობენ უარს თავიანთ მეთოდებზე, რადგან მათ არ ჰყოფნით ძალა და გამბედაობა, რომ წინააღმდეგობა გაგვიწიონ ბრძოლის ველზე, ისინი ცინიკურად ანადგურებენ სამოქალაქო მოსახლეობას. ეს არის ბოროტება, რომელსაც ზღვარი არ აქვს. თუ ის არ დაისჯება, ის არასდროს გაჩერდება", - წერს ზელენსკი.

რუსეთის ძალებმა დონეცკის ქალაქ კრამატორსკში, რკინიგზის სადგურზე სარაკეტო დარტყმები დღეს განახორციელეს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა