კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

შემაძრწუნებელია რუსეთის თავდასხმის ხილვა-შარლ მიშელი

ნახვები: 326 შემაძრწუნებელია რუსეთის თავდასხმის ხილვა-შარლ მიშელი

შემაძრწუნებელია რუსეთის თავდასხმის ხილვა ერთ-ერთ სადგურზე, რომელსაც მშვიდობიანი მოქალაქეები ევაკუაციისთვის იყენებდნენ, - ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, უკრაინის ქალაქ კრამატორსკზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ „ტვიტერში" დაწერა.

მისი თქმით, საჭიროა რუსეთის წინააღმდეგ მეტი სანქციების დაწესება და ამასთან, აღნიშნა, რომ ევროკავშირმა დღეს სანქციების მეხუთე პაკეტი დაამტკიცა.

„შემაძრწუნებელია რუსეთის თავდასხმის ხილვა ერთ-ერთ სადგურზე, რომელსაც მშვიდობიანი მოქალაქეები ევაკუაციისთვის იყენებდნენ რეგიონში, სადაც რუსეთი აძლიერებს თავდასხმას. საჭიროა ქმედება: მეტი სანქციები რუსეთზე. მეტი იარაღი უკრაინისთვის ევროკავშირის მხრიდან გზაშია. ევროკავშირის სანქციების მეხუთე პაკეტი ახლახან დამტკიცდა", - წერს შარლ მიშელი.

რუსეთის ძალებმა დონეცკის ქალაქ კრამატორსკში, რკინიგზის სადგურზე სარაკეტო დარტყმები დღეს განახორციელეს. მედიამ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრამატორსკში რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა