კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

არავისზე ნაკლები სისხლი არ დაგვიღვრია რუსეთთან ბრძოლაში, ეს უნდა დაფასდეს-იაგო ხვიჩია

ნახვები: 417 არავისზე ნაკლები სისხლი არ დაგვიღვრია რუსეთთან ბრძოლაში, ეს უნდა დაფასდეს-იაგო ხვიჩია

თთან ბრძოლაში, ეს უნდა დაფასდეს
15:19, 08.04.2022

დასავლეთთან ინტეგრაციის თვალსაზრისით გამართლებაზე ვართ დამოკიდებული. ჩვენ ახლა უკრაინის კრიტიკით კი არ უნდა ვიყოთ დაკავებული, არამედ მათთან მეგობრობით და მათთან ერთად დასავლეთის კარზე მიკაკუნებით, - ამის შესახებ პარტია „გირჩის" წევრმა, დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიამ კომენტარი გააკეთა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ საქართველო ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარის მიღებას მომავალ კვირაში ელოდება.

ხვიჩიას თქმით, საქართველოს არავის ნაკლები სისხლი არ დაუღვრია რუსეთთან ბრძოლაში და ეს უნდა დაფასდეს.

„შეიძლება, გაგვიმართლოს და უკრაინასთან ერთად ჩვენც შევაბიჯოთ დასავლეთისკენ, მაგრამ შეიძლება, ჩვენი არასწორი პოლიტიკის გამო, ნაკლებად გაგვიმართლოს, უკრაინამ გაასწროს საბჭოთა სივრციდან, ჩვენ კი იქ დავრჩეთ, სადაც ჯერ კიდევ ვართ, ეს იქნება ყველაზე უარესი. სამწუხაროდ, გამართლებაზე ვართ დამოკიდებულები. ჩვენი პოლიტიკა, დასავლეთთან ინტეგრაციის თვალსაზრისით, არასაკმარისად მკაფიოა ბოლო პერიოდში და ეს ის პერიოდია, როცა პოზიციის მკაფიოობა მთავარი ღირებულებაა. შესაბამისად, ეს არ არის თანმიმდევრული ნაბიჯი დასავლეთისკენ, ჩვენ ახლა უკრაინის კრიტიკით კი არ უნდა ვიყოთ დაკავებული, არამედ მათთან მეგობრობით და მათთან ერთად დასავლეთის კარზე მიკაკუნებით. ჩვენ ამას არ ვაკეთებთ, მაგრამ წარსულში ბევრი გვაქვს გაკეთებული იმ ბრძოლის საქმეში, რასაც ახლა უკრაინა გადის, ამიტომ იმედი მაქვს, ჩვენც გაგვიმართლებს. დღეს არ გამოვიყურებით სათანადოდ, მაგრამ არავისზე ნაკლები სისხლი არ დაგვიღვრია რუსეთთან ბრძოლაში და მგონია, რომ ეს უნდა დაფასდეს", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა