კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ურსულა ფონ დერ ლაიენი და ჯოზეფ ბორელი ბუჩაში ჩავიდნენ

ნახვები: 369 ურსულა ფონ დერ ლაიენი და ჯოზეფ ბორელი ბუჩაში ჩავიდნენ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი უკრაინის ქალაქ ბუჩაში ჩავიდნენ, სადაც რუსეთის ძალებმა მშვიდობიანი მოქალაქეები დახოცეს.

ევროკავშირის ლიდერები უკრაინაში პოლონეთიდან მატარებლით ჩავიდნენ. მათ თან ახლავთ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ედუარდ ჰეგერი.

„ის, რაც აქ მოხდა, წარმოუდგენელია. ჩვენ ვიხილეთ პუტინის არმიის ცივი სახე, ჩვენ ვიხილეთ უგუნურება და ცივსისხლიანობა, რომლითაც მათ ოკუპირებული ჰქონდათ ეს ქალაქი. აქ, ბუჩაში ჩვენ ვნახეთ, როგორ მოკლეს ადამიანობა. ბუჩას მოსახლეობასთან ერთად, მთელი მსოფლიო გლოვობს. ისინი არიან ადამიანები, ვინც იცავენ ევროპის საზღვარს, ადამიანობას, დემოკრატიას და შესაბამისად, ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ ამ მნიშვნელოვან ბრძოლაში", - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ევროკავშირის ლიდერებს მოგვიანებით უკრაინის დედაქალაქ კიევში დაგეგმილი აქვთ მოლაპარაკებები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ასევე თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებთან.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა