პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

მტკიცე ერთიანობის საჩვენებლად უმჯობესია, ვეწვიოთ უკრაინას-ლევან იოსელიანი

ნახვები: 338 მტკიცე ერთიანობის საჩვენებლად უმჯობესია, ვეწვიოთ უკრაინას-ლევან იოსელიანი

ვფიქრობ, ახლა მტკიცე ერთიანობის საჩვენებლად უმჯობესია, ყველა ერთობლივი ვიზიტით ვეწვიოთ უკრაინას, ამიტომ გადავწყვიტე, მე როგორც ვიცე-სპიკერმა, გავაკეთო ამის კოორდინირება, უკვე მაქვს თანხმობა ყველა საპარლამენტო ოპოზიციური პარტიისგან, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების" წევრი ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ბუჩას მოვლენების შემდეგ, ყველა ოპოზიციონერს გაუჩნდა სურვილი, ცალ-ცალკე ჩასულიყო სამძიმრის გამოსახატად მეგობარ ქვეყანაში.

„დღეს საერთაშორისო ვითარებიდან გამომდინარე, უკრაინისთვის მტკიცე მხარდაჭერისა და თანადგომის ჩვენება სჭირდება უფრო მეტად საქართველოს, ვიდრე უკრაინას. ჩვენი პარტიის ლიდერი ალექსანდრე ელისაშვილი უკვე ერთი თვეა, იბრძვის უკრაინაში და ზუსტად ამის საჩვენებლად აკეთებს ამას. ბუჩას მოვლენების შემდეგ, ყველა ოპოზიციონერს გაუჩნდა სურვილი, ცალ-ცალკე ჩასულიყო სამძიმრის გამოსახატად ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, მაგრამ ვფიქრობ, ახლა მტკიცე ერთიანობის საჩვენებლად უმჯობესია, ყველა ერთობლივი ვიზიტით ვეწვიოთ უკრაინას. ამიტომ გადავწყვიტე, მე როგორც ვიცე-სპიკერმა, გავაკეთო ამის კოორდინირება, უკვე მაქვს თანხმობა ყველა საპარლამენტო ოპოზიციური პარტიისგან.

მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ვერ ახერხებს ბუჩაში ჩასვლას, იმედი მაქვს, მმართველი პარტიის წარმომადგენლები შემოგვიერთდებიან, რათა ერთად ვაჩვენოთ ჩვენი ქვეყნის საერთო პოზიცია. დღეს არა დაყოფის და დაპირისპირების, არამედ ერთიანობის დემონსტრირების დროა", - წერს ლევან იოსელიანი.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა