Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

ჯოზეფ ბორელი - შეძრული ვარ ვოლოდიმირ ზელენსკის და დენის შმიგალის გამძლეობით, გამბედაობით და სტუმართმოყვარეობით

ნახვები: 385 ჯოზეფ ბორელი - შეძრული ვარ ვოლოდიმირ ზელენსკის და დენის შმიგალის გამძლეობით, გამბედაობით და სტუმართმოყვარეობით

ჯოზეფ ბორელმა კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე თავდასხმას სამხედრო დანაშაული უწოდა და რუსეთზე ზეწოლის გაზრდის მოწოდებით გამოდის.

აღნიშნულის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა უკრაინაში ვიზიტის შემდეგ საკუთარი „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.

„შეძრული ვარ ვოლოდიმირ ზელენსკის და დენის შმიგალის გამძლეობით, გამბედაობით და სტუმართმოყვარეობით. დავბრუნდი მკაფიო გასაკეთებელი სიით:

1. ეს ომი ბრძოლის ველზე იქნება მოგებული. დამატებითი 500 მილიონი ევრო ევროპის სამშვიდობო ფონდიდან გზაშია. იარაღის მიწოდება უკრაინის საჭიროებებზე იქნება მორგებული.

2. ომის დანაშაულები: რუსეთის სასტიკი თავდასხმა კრამატორსკში დაუცველ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ კვლავ აჩვენებს კრემლის სრულ უპატივცემულობას ადამიანის სიცოცხლის მიმართ. ეს მხოლოდ გაზრდის ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ. ხვალ შევხვდები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს და განვიხილავ მორგებულ მხარდაჭერას, მათ შორის უკრაინაში ევროკავშირის საკონსულტაციო მისიის მიერ.

3. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ზეწოლა რუსეთზე. ჩვენ უკვე დავუწესეთ მძიმე სანქციები, მაგრამ მეტი უნდა გაკეთდეს ენერგეტიკის სექტორში, ნავთობის ჩათვლით.

4. ორშაბათს, ვიწვევ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს, რათა განვიხილო შემდეგი ნაბიჯები.

უკრაინა გაიმარჯვებს და კიდევ უფრო ძლიერი გახდება. ევროკავშირი გააგრძელებს თქვენ გვერდში დგომას ყოველ ნაბიჯზე. დიდება უკრაინას!“- წერს ჯოზეფ ბორელი.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა