კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მიხაილ პოდოლიაკი - ზელენსკი პუტინს დიდ ბრძოლებში გამარჯვების შემდეგ შეხვდება

ნახვები: 456 მიხაილ პოდოლიაკი - ზელენსკი პუტინს დიდ ბრძოლებში გამარჯვების შემდეგ შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ვლადიმერ პუტინს დიდ ბრძოლებში, მათ შორის დონბასში გამარჯვების შემდეგ შეხვდება. ამის შესახებ პოდოლიაკმა ტელემარათონის ეთერში განაცხადა.

„ადვილია იმის თქმა, რომ ერთ-ორ კვირაში პრეზიდენტების დონეზე შევხვდებით. არა. ეს მოხდება შემდეგი გზით. უკრაინა უკვე მზად არის დიდი ბრძოლებისთვის, უკრაინამ უნდა მოიგოს ეს ბრძოლები, მათ შორის დონბასში, რის შემდეგაც უკრაინას მოლაპარაკებებში ექნება უფრო არსებითი პოზიცია, რომლის მიხედვითაც მას შეეძლება გარკვეული პირობების კარნახი. ამის შემდეგ პრეზიდენტები შეხვდებიან. ამას შეიძლება ორი კვირა დასჭირდეს, შესაძლოა სამი“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

პოდოლიაკის თქმით, რუსეთს ჯერ ბოლომდე არ ესმის, რომ უკრაინასთან აუცილებელია საუბარი თანაბარ პირობებში, სულ მცირე და მაქსიმუმ კი, უნდა უსმინოს უკრაინას.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი უსაფრთხოების გარანტიების საკითხსაც შეეხო: „მინდა, ყველამ გაიგოს, რომ რუსეთმა უნდა მოიშოროს თავისი იმპერიული ილუზიები და უკრაინა ერთადერთი სახელმწიფოა მსოფლიოში, რომელიც ამას გააკეთებს; რამდენი დრო დაგვჭირდება ამისათვის, უკვე მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მივიღოთ უკრაინის უსაფრთხოების განსაზღვრული, ძალიან ძლიერი გარანტიები, რომ სამუდამოდ დავკეტოთ ჩვენი საზღვრები ისეთი ქვეყნების იმპერიული ამბიციებისგან, როგორიცაა რუსეთის ფედერაცია და პრეზიდენტი დაიწყებს მოლაპარაკებებს მაშინ, როცა ჩვენ გვექნება აბსოლუტურად მკაფიო პოზიციები ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა მან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა