კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რომან გოცირიძე - კეთილი ინებოს საქართველოს პრეზიდენტმა და ბუჩაში ჩასვლის გადაწყვეტილება მიიღოს

ნახვები: 458 რომან გოცირიძე - კეთილი ინებოს საქართველოს პრეზიდენტმა და ბუჩაში ჩასვლის გადაწყვეტილება მიიღოს

კეთილი ინებოს საქართველოს პრეზიდენტმა და მიიღოს გადაწყვეტილება, რათა ჩავიდეს უკრაინაში. ეს იქნება ამ ვითარებაში ოდნავი გამოსავალი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

გოცირიძემ აღნიშნულის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც ჟურნალისტებმა სთხოვეს, შეეფასებინა უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის მიერ ბუჩაში მიწვევაზე შალვა პაპუაშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ „საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნის, დიპლომატიური დემარშების, კონტრაბანდაში უსაფუძვლო დადანაშაულების განუმარტებლობის ფონზე, უკრაინაში ოფიციალური მიწვევა არასათანადოდ ჩანს“.

გოცირიძის თქმით, საჭიროა, რომ პრეზიდენტის მხრიდან ეს ნაბიჯი დროულად გადაიდგას.

„როდესაც ისტორიაში დღევანდელი პერიოდი დახასიათდება, ჩვენი ქვეყნის ისტორიის სახელმძღვანელოში ჩაიწერება უკრაინის პრეზიდენტის ზელენსკის სიტყვები, რომ ქართველი ხალხი სჯობია მის მთავრობას. ამაზე საუკეთესო დახასიათება ამ ეპოქის არავის მოუცია. ძალიან სამწუხარო და სამარცხვინოა ის ფაქტი, რაც ახლა ხდება. ყოველი ახალი განცხადება თუ ნაბიჯი იწვევს ქვეყნის რეპუტაციის კიდევ უფრო შელახვას, გვიკარგავს საერთაშორისო მეგობრების, ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას და დახმარებას. ეს შავი ლაქა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ, მათ შორის საქართველოს პარლამენტმა და მისმა ხელმძღვანელობამ წაუსვა ჩვენი ქვეყნის რუკაზე, ამის მცირეოდენი ჩამორეცხვის შანსი ჯერ კიდევ არსებობს. კეთილი ინებოს საქართველოს პრეზიდენტმა და მიიღოს გადაწყვეტილება, რათა ჩავიდეს უკრაინაში. ეს იქნება ამ ვითარებაში ოდნავი გამოსავალი. თანაც ამ ნაბიჯის გადადგმა საჭიროა დროულად, თორემ კიევში გამარჯვების მიტინგზე მერე ზელენსკის გვერდით ფოტოს გადაღებისთვის რიგში დგომა მოუწევს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა