კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ყველა ოპოზიციური პარტია მზადაა უკრაინაში წასასვლელად-ლევან იოსელიანი

ნახვები: 369 ყველა ოპოზიციური პარტია მზადაა უკრაინაში წასასვლელად-ლევან იოსელიანი

სამწუხარო იქნება, თუ „ქართული ოცნება" ხელიდან გაუშვებს შანსს და მონაწილეობას არ მიიღებს საპარლამენტო ვიზიტში, რომელსაც ოპოზიცია ვგეგმავთ, ჩავიდეთ ბუჩაში და სამძიმარი გამოვუცხადოთ უკრაინის ხელისუფლებას, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების" წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ვიზიტი პოლიტიკურ დღის წესრიგს არ მოიცავს.

„ჩვენ მივდივართ სამძიმრის სათქმელად. ეს არ არის რაღაც პოლიტიკური დღის წესრიგით დატვირთული ვიზიტი, თუ ვიღაცას ეს რაღაც უხერხულობას უქმნის, თუმცა არ მესმის, რატომ უნდა უქმნიდეს. მაინც იმედს ვიტოვებ, რომ საპარლამენტო დელეგაცია იქნება სრულად წარმოდგენილი, მათ შორის მმართველი პარტიაც მიიღებს მონაწილეობას. არასოდეს ქართულ-უკრაინული ურთიერთობები არ ყოფილა ასეთ დაბალ დონეზე, როგორც დღესაა. ეს ჩემთვის ძალიან სამწუხაროა და რა თქმა უნდა, ამაში ჩვენი ხელისუფლების წვლილიც, ბრალიც არის, რასაც გამოსწორება სჭირდება.

დეპუტატების ვიზიტი იქნება პირველი ნაბიჯი, რათა მართლაც ეს უკიდურესად დაბალ ნიშნულზე დასული ურთიერთობები წამოვწიოთ და დავაბრუნოთ იქ, სადაც იყო და სადაც ყოველთვის უნდა იყოს. ქართველი და უკრაინელი ხალხის ურთიერთობა არასოდეს არ შეწყდება. ეს ყოველთვის განსაკუთრებული იქნება, მაგრამ აქ საუბარია სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებზე. ჩვენ, ოპოზიციას ამ თვალსაზრისით გვაქვს პასუხისმგებლობა, ჩავიდეთ და ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთოთ. უკვე მქონდა კოორდინაცია ყველა ოპოზიციურ პარტიას შორის, ყველას თანხმობა მაქვს, ყველა მზადაა, რომ წამოვიდეს. ალბათ ამ კვირაში საბოლოოდ დეტალებზეც ჩამოვყალიბდებით და გეტყვით, როდის გავემგზავრებით. ჩვენ უკრაინაში აუცილებლად ჩავალთ და აუცილებლად გამოვუცხადებთ სამძიმარს უკრაინელ ხალხს, უკრაინის ხელისუფლებას", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა