პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

საუბარი ჯერ ადრეა, რომ საქართველოში პანდემია დასრულდა-ივანე ჩხაიძე

ნახვები: 409 საუბარი ჯერ ადრეა, რომ საქართველოში პანდემია დასრულდა-ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის განცხადებით, პანდემიის დასრულებაზე საუბარი ჯერ ადრეა.

მისივე თქმით, გარდა იმისა, რომ ქვეყანაში კვლავ ფიქსირდება ინფიცირება და კორონავირუსით გარდაცვალების ახალი შემთხვევები, არ შეიძლება საუბარი პანდემიის დასრულებაზე, ვიდრე კორონავირუსის ახალი მუტაციის გამოჩენის ალბათობა არსებობს.

„ჯერ ადრეა საუბარი, რომ საქართველოში პანდემია დასრულდა ან დასასრულს უახლოვდება. ვიდრე ინფიცირებულთა და გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა სტაბილურად არ მცირდება, უნდა ვთქვათ, რომ პანდემიის დასრულება ჯერ შორს არის. არ შეიძლება საუბარი, პანდემიის დასრულებაზე, ვიდრე არ ვიქნებით დარწმუნებული, რომ კორონავირუსის ახალი მუტაციის გამოჩენის ალბათობა არ არსებობს. ჯერჯერობით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ აფიქსირებს ამ ფაქტს.

ბოლო ორი დღის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსის სამი ახალი ვარიანტი გამოჩნდა. „ომიკრონმა“ თავისი მუტაციის მაქსიმუმი ჯერ არ ამოწურა, ვირუსის შემდგომი მუტაციის რისკი არსებობს. ვიდრე მსოფლიოს ყველა ქვეყანაში არ იქნება ისეთი სტაბილური მდგომარეობა, როგორც საქართველოში, პანდემიის დასასრულზე საუბარი არ უნდა იყოს. ბევრი ევროპული ქვეყანა, სამხრეთ კორეა, ჰონგ-კონგი აფიქსირებს შემთხვევების მატებას ისეთივე სახით, რა სახითაც საქართველოში იყო იანვრის ბოლოს და თებერვლის დასაწყისში. ამ შემთხვევების უკან „ომიკრონის“ მეორე ვარიანტი დგას, ანალოგიური მატებაა აშშ-ში. ასე რომ, გლობალურად პანდემიის დასასრულზე ლაპარაკი ნაადრევია, თუმცა ქვეყანაში არსებული მდგომარეობა ძალიან მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული, სტაბილურია და მოლოდინი გვაქვს, რომ მომდევნო დღეების, კვირების მანძილზე შემცირება კიდევ იქნება“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა