კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პუტინმა 100 ათასამდე უკრაინელი ლტოლვილი ციმბირში გადაასახლა-ბრიტანული მედია

ნახვები: 427 პუტინმა 100 ათასამდე უკრაინელი ლტოლვილი ციმბირში გადაასახლა-ბრიტანული მედია

ბრიტანული მედიის ცნობით, ვლადიმირ პუტინმა 100 ათასამდე უკრაინელი ლტოლვილი რუსეთის შორეულ ადგილებში გადაასახლა, მათ შორის, ციმბირსა და არქტიკულ წრეში.

 

The Independent და The i წერენ, რომ ამ ინფორმაციას კრემლის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებზე დაურდნობით ავრცელებენ.

 

მედიის ცნობით, მოსკოვმა გასულ თვეში გამოსცა სასწრაფო ბრძანება, რომლის მიხედვითაც, რუსეთის, უკრაინის კონტროლირებადი ტერიტორიის და დონეცკის და ლუგანსკის ოკუპირებული ტერიტორიების 95 739 მცხოვრები თავიანთი სახლებიდან 5 500 მილის მანძილზე უნდა გადაესახლებინათ.

 

The i-ის ცნობით, რუსეთის მთავრობის ბრძანებულებით, 11 ათასი ადამიანი გაგზავნილია ციმბირში, 7 ათასი - შორეულ აღმოსავლეთში და 7 ათასი - ჩრდილოეთ კავკასიაში. The i-ის წყაროების თანახმად, უკრაინელები გადაასახლეს ჩეჩნეთში, ინგუშეთსა და დაღესტანში. ასევე, ნაწილი გაგზავნილია კურილიის კუნძულებზე, რომელიც რუსეთის მიერ იაპონიისგან არის ოკუპირებული.

 

Independent წერს, რომ ეს ყოველივე ხდება არაერთი გავრცელებული ცნობის ფონზე იმის შესახებ, რომ ქრებიან რუსული ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ადამიანები.

 

გამოცემის ცნობით, მოსკოვის განკარგულებაში წერია, რომ "უკრაინაში არსებული ვითარების გათვალისწინებით", რუსეთის ფედერაცია "ამტკიცებს მოქალაქეების განაწილებას რუსეთის ფედერაციის შემადგენელ სუბიექტებზე" და ითხოვს 95 739 ადამიანის მიღების უზრუნველყოფას.

 

The i-ის ცნობით, საპორტო ქალაქ მარიუპოლში მოქალაქეებს აიძულებდნენ, ხელი მოეწერათ დოკუმენტებზე, რომელშიც ნათქვამია, რომ მათი ქალაქი უკრაინის ჯარებმა დაბომბეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ დევნით ემუქრებოდნენ და ეუბნებოდნენ, რომ უკრაინაში ვერასდროს დაბრუნდებოდნენ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა