კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რუსლან სტეფანჩუკი - საქართველო ყოველთვის მხარს უჭერდა უკრაინას

ნახვები: 409 რუსლან სტეფანჩუკი - საქართველო ყოველთვის მხარს უჭერდა უკრაინას

საქართველო ყოველთვის მხარს უჭერდა უკრაინას, ვფიქრობ, ჩვენს სახელმწიფოებს შორის სხვა საკითხებს აუცილებლად გადავწყვეტთ, – ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა ტელეკომპანია „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

რუსლან სტეფანჩუკმა მადლობა გადაუხადა საქართველოს უკრაინის მოქალაქეების შეფარებისთვის და აღნიშნა, რომ დაახლოებით, 17 ათასამდე უკრაინელმა ნახა საქართველოში თავშესაფარი.

უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს, რომელიც ასევე ძალიან დიდ თავშესაფარს აძლევს უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც არიან თქვენი მშვენიერი ქვეყნის ტერიტორიაზე.  დაახლოებით 17 ათასამდე უკრაინელი მიღებულია, განთავსებულია და მათ ნახეს თავშესაფარი საქართველოში. გრუშევსკის სახელობის 41-ე სკოლაში გახსნილია უკრაინული სექტორი.  საქართველო ყოველთვის მხარს უჭერდა უკრაინას. ის არის მნიშვნელოვანი რეზოლუციების თანაავტორი.

ვნახე მიტინგების ტრანსლაცია თბილისიდან და ასევე, სხვადასხვა ქალაქიდან, რომლებიც უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად ჩატარდა. ვფიქრობ, ეს არის მთავარი, რომ ვგრძნობთ ჩვენი ხალხის ურთიერთმხარდაჭერას. ვფიქრობ, ჩვენს სახელმწიფოებს შორის სხვა საკითხებს აუცილებლად გადავწყვეტთ და აუცილებლად გამოვალთ მხოლოდ ჩვენი ორი ხალხის ინტერესიდან“, – განაცხადა სტეფანჩუკმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა