თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

„ომის პარტიას“ თავისი სატელიტებით უნდა, საქართველო გახდეს მეორე ფრონტი-ირაკლი კობახიძე

ნახვები: 338 „ომის პარტიას“ თავისი სატელიტებით უნდა, საქართველო გახდეს მეორე ფრონტი-ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ლელო“ ბაკურიანში მუშაობდა ხელისუფლების გადატრიალების სტრატეგიაზე.

კობახიძემ ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ აღნიშნა, რომ აქედან გამომდინარე, „ქართული ოცნება“ ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარის შევსებისას მათთან თანამშრომლობას არ აპირებს.

„ლელო“ თავის სტრატეგიაზე ბაკურიანში მუშაობდა და ეს იყო ხელისუფლების გადატრიალების სტრატეგია. შესაბამისად, მათთან თანამშრომლობას ნამდვილად არ ვაპირებთ ამ კითხვარის შევსებისას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება ზოგადად კითხვარის გასაჯაროვებას, კობახიძე ამბობს, რომ ევროკავშირთან კონსულტაციების საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილება.

„გამჭვირვალობის კუთხით ჩვენ არავითარი პორობლემა არ გვაქვს. მთავარია, როგორია სტანდარტი და ამ სტანდარტს გავყვებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, კობახიძემ განაცხადა, რომ „ნაცმოძრაობას“ თავისი სატელიტებით დღეს სურს, საქართველო გახდეს მეორე ფრონტი და რევოლუციური გეგმების დაჩქარების მცდელობაც ამ განზრახვას უკავშირდება.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ეს პოლიტიკური ძალა თავიდან ბოლომდე ორიენტირებულია ქვეყანაში არეულობის შემოტანისკენ.

მისივე თქმით, ბაკურიანის შეკრებაზე იმყოფებოდნენ მხოლოდ „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები.

„თვითონ ფორმატია ძალიან საინტერესო, ყველასთვის გასაგებია, რა ნიშნით იყვნენ შერჩეული პოლიტიკური პარტიები. აქ წარმოდგენილი იყვნენ მხოლოდ ის პარტიები, რომლებიც პირდაპირ დაკავშირებული არიან „ნაცმოძრაობასთან“. ეს იყო თვითონ „ნაცმოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ზურა გირჩი ჯაფარიძე“, ხოშტარიას პარტია და „ლელო“, ანუ, ექვსი რადიკალური ოპოზიციური პარტია – „ნაცმოძრაობა“ და მისი სატელიტები. ასევე საინტერესოა, რომ ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით იმაზე, რომ ეს ენჯეოები არიან ე.წ. ენჯეოები. იქ იყვნენ ამ ენჯეოების წარმომადგენლებიც და იმ მედიასაშუალებების წარმომადგენლები, რომლებიც პირდაპირ ეკუთვნის „ნაცმოძრაობას“. ეს არის პირდაპირი ლუსტრაცია, პირდაპირი გამჟღავნება იმისა,  რა შინაარსით არის დატვირთული მათი ერთობა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ერთი დეტალი – ერთი შეხედვით რეგიონში არის ომის მდგომარეობა და ასეთ დროს ქვეყანაში არეულობის შემოტანის და რევოლუციის მოწყობისთვის არის ერთგვარი არასახარბიელო დრო, ასეთ დროს ხალხის მხარდაჭერის მოპოვებაც უფრო რთულია რადიკალური ძალებისთვის. საინტერესოა, რატომ ომის დროს, სწორედ რომ ომის დროს მოუნდათ ამ შეკრების ჩატარება და რევოლუციური გეგმების დაჩქარება. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ახლაც ვიმეორებთ, რომ ეს არის ომის პარტია და ამ პოლიტიკურ პარტიას – „ნაცმოძრაობას“ თავისი სატელიტებით უნდა ერთადერთი რამ დღეს – საქართველო გახდეს მეორე ფრონტი, რევოლუციური გეგმების დაჩქარების მცდელობაც სწორედ ამ განზრახვას უკავშირდება. მათ სურთ ომი საქართველოში და ეს რევოლუციური გეგმებიც არის პირდაპირ კავშირში ამ ძირითად განზრახვასთან. ჩვენ არავის მივცემთ არც რევოლუციური გეგმების განხორციელების, არც საქართველოს ომში ჩართვის საშუალებას. ამაზე ვართ პასუხისმგებელი, როგორც ხელისუფლება, მმართველი ძალა და ყველა შესაბამის განზრახვას გაეცემა სათანადო პასუხი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა