კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ომის დაწყებიდან ნახევარ მილიონზე მეტი უკრაინის მოქალაქე რუსეთში იძულებით გადაიყვანეს-ზელენსკი

ნახვები: 379 ომის დაწყებიდან ნახევარ მილიონზე მეტი უკრაინის მოქალაქე რუსეთში იძულებით გადაიყვანეს-ზელენსკი

 

ომის დაწყების შემდეგ ნახევარ მილიონზე მეტი უკრაინის მოქალაქე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იძულებით გადაიყვანეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ესტონეთის პარლამენტში ვიდეოჩართვისას განაცხადა.

 

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ დეპორტირებული უკრაინელების გადაყვანას რუსეთის ფედერაციის შორეულ რეგიონებში, ართმევენ მათ საბუთებს, პირად ნივთებს, მათ შორის მობილურ ტელეფონებს.

 

გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსები უკრაინელ ბავშვებს მშობლებს აშორებენ და აპირებენ მათი უკანონო შვილად აყვანის მიზნით გადაყვანას რუსულ ოჯახებში.

 

ზელენსკიმ ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, იპოვონ ინსტრუმენტები, რომლებიც შეაჩერებენ იძულებითი დეპორტაციას და უკრაინელებს სახლებში დააბრუნებენ.

 

„დღეისთვის 500 000-ზე მეტი უკრაინელი იძულებით გადაადგილებულია. წარმოიდგინეთ, ეს რამდენია. ეს არის, ოკუპანტებს მიზნად რომ დაესახათ მთელი ტალინის გაყვანა. მთელი ქალაქის. ეს თქვენი მოქალაქეების ნახევარია. ევროკავშირს აქვს ძალა ამის შეჩერების უზრუნველსაყოფად. ევროკავშირმა უნდა გამოიყენოს ეს ძალა. ვიდრე რუსეთი არ დააბრუნებს იძულებით წაყვანილ უკრაინელებს, ვიდრე არ დააბრუნებს ათასობით მოპარულ ბავშვს, მან არ უნდა მიიღოს ფული ევროპული სახელმწიფოებიდან და კომპანიებისგან. ევროკავშირს არ აქვს უფლება იყოს დეპორტაციის სპონსორი. უკრაინამ უახლოეს მომავალში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენი ქვეყნის ომის შემდგომ აღდგენაზე, როცა რუსეთი წააგებს და ეს აუცილებლად მოხდება. ჩვენ უნდა დავუმტკიცოთ რუსეთს და მსოფლიოს სხვა პოტენციურ რევანშისტებს, რომ ომი არ მოიტანს წინასწარ დაგეგმილ შედეგებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა