კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დავიცვათ, გავუფრთხილდეთ ჩვენი თანამემამულეების თავდადებით შენარჩუნებულ მშობლიურ ენას-მიხეილ ჩხენკელი

ნახვები: 397 დავიცვათ, გავუფრთხილდეთ ჩვენი თანამემამულეების თავდადებით შენარჩუნებულ მშობლიურ ენას-მიხეილ ჩხენკელი

თითოეული ჩვენგანის ვალი და პასუხისმგებლობაა, დავიცვათ, გავუფრთხილდეთ ჩვენი თანამემამულეების თავდადებით შენარჩუნებულ მშობლიურ ენას, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის მიმართვაში, რომლსაც დედაენის დღესთან დაკავშირებით ავრცელებს.

„ზუსტად 44 წლის წინ, 1978 წლის 14 აპრილს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა რამდენიმე ათასმა ადამიანმა სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა ქართული ენა – ჩვენი თვითმყოფადობისა და იდენტობის საფუძველი. საქართველოს უახლეს ისტორიაში ეს გახლდათ უპრეცედენტო მოვლენა, როდესაც ახალგაზრდები საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის ნებას წინ აღუდგნენ და არ დაუშვეს ქართული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის დაკარგვა. დღეს უკვე თითოეული ჩვენგანის ვალი და პასუხისმგებლობაა, დავიცვათ და გავუფრთხილდეთ ჩვენი თანამემამულეების თავდადებით შენარჩუნებულ მშობლიურ ენას.

ჩემთვის, როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ქართული ენის შესწავლის კუთხით ჩვენი თანამოქალაქეების, განსაკუთრებით კი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ხელშეწყობა. ამ მიმართულებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად მუშაობს. ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო მეტად განვამტკიცოთ მშობლიური ენის სახელმწიფო სტატუსი და ქართული, როგორც ერთ-ერთი უძველესი და უნიკალური ენა ღირსეულად წარმოვაჩინოთ მთელს მსოფლიოში“,- აღნიშნულია მიხეილ ჩხენკელის ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა